ამ ყველაფრის ხელის შემშლელი ერთ-ერთი ფაქტორი გახლავთ ისლამის პოზიცია მისი და ილიას სატიტულო ბრძოლის თაობაზე. მახაჩევის აზრით, ქართველი მსუბუქწონოსანი ქამარზე ჩხუბს არ იმსახურებს და მან ეს ყველაფერი, უპირველესყოვლისა, უნდა დაიმსახუროს. ამ მიზეზს ემატება ისლამის სამომავლო გეგმაც - ქვესაშუალო წონის ქამრის ხელში ჩაგდება.
მისივე გადმოცემით, 70 კგ ჩემპიონის მთავარი ოცნება ორი ქამრის ერთად ფლობაა და იგი ამას კარიერის განმავლობაში აუცილებლად შეასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი ქვესაშუალო დივიზიონის ჩემპიონი - ბელალ მუჰამედი დაღესტნელი ათლეტის თანაგუნდელია, MMA-ის ესპანელი ანალიტიკოსის - ალვარო კოლმენეროს ინფორმაციით ვიგებთ, რომ ისლამი მეტოქის შერჩევას ბელალ მუჰამედის მომავალი შედეგის ფონზე აპირებს.
"ისლამი გეგმავს, რომ ბელალ მუჰამედისა და ჯეკ დელა მადალენას ბრძოლას დაელოდოს UFC 315-ზე, რათა მომავალი მეტოქის ვინაობა გადაწყვიტოს" - განაცხადა ესპანელმა რეპორტიორმა თავის გადაცემაში.
ზემოხსენებული თემის შესახებ საბრძოლო სიახლეებს, ფანთა უმრავლესობა უკვე დიდი ხანია ელოდება, რადგან ამ საკითხთან ასოცირებულ 1 გადაწყვეტილებასაც კი შეუძლია, რომ მთლიანი მსუბუქი დივიზიონის სამომავლო ასპარეზი შეცვალოს.
ისლამის წონის ცვლილების შემთხვევაში, სატიტულო ბრძოლის ყველაზე ლოგიკურ იდეად მაინც ილიასა და ოლივეირას შეხვედრა რჩება, რადგან "Do Bronx"-ის გადმოცემით, ქამარზე ჩხუბის შემთხვევაში იგი ნებისმიერ მებრძოლს შეერკინება.
საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები მსუბუქ დივიზიონში და ვიხილავთ თუ არა გადამწყვეტ ცვლილებებს ახლო მომავალში.















