UFC-ის ყოფილი ჩემპიონი და ლეგენდა ხაბიბ ნურმაგომედოვი თვლის, რომ ისლამ მახაჩევს, ახალ წონით კატეგორიაში რამდენიმე მებრძოლი მნიშვნელოვანი გამოცდის სახით ელოდება.
ისლამ მახაჩევმა ზაფხულში მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ტიტული ვაკანტური გახადა და ქვესაშუალო კატეგორიაში გადაინაცვლა, სადაც წლის ბოლომდე ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება.
წონითი კატეგორიის ცვლილების მიუხედავად, ნურმაგომედოვი დარწმუნებულია, რომ მისი ამჟამინდელი მოწაფე კვლავ ჩემპიონი გახდება, თუმცა აცხადებს, რომ 77კგ დივიზიონში მოასპარეზე რამდენიმე სახელი განსაკუთრებულ აღიარებას ნამდვილად იმსახურებს.
"ქვესაშუალოში დიდ საშიშროებას შავკატ რახმონოვი წარმოადგენს – ამ მებრძოლს რეალური პრობლემის შექმნა შეუძლია. რაც შეეხება იან გერის, მას მე სერიოზულ საფრთხედ არ ჩავთვლიდი. შონ ბრეიდიც სტილისტიკურად ზედმეტად მოსახერხებელია ისლამისთვის – დგომში მოუგებს და ჭიდაობაშიც სრულ დომინირებაში ეყოლება. ის კარგი, ძლიერი მებრძოლია, მაგრამ რეალურ საფრთხედ ვერ წარმოვიდგენ. სამ ყველაზე სახიფათო მეტოქედ შავკატი, ბელალი და მადალენა მიმაჩნია."
დელა მადალენაზე საუბრისას, ხაბიბმა ყურადღება ავსტრალიელი ჩემპიონის გამოცდილებასა და მრავალმხრივ უნარებზე გაამახვილა.
"მისი ტექნიკა, სტრაიკინგი, ჭიდაობისგან თავის დაცვა – ყველაფერი მაღალი დონისაა. ის უკვე შეხვდა ისეთ ოპონენტებს, ვინც კარგად ჭიდაობს – რამაზან ემეევი, გილბერტ ბერნსი, ბელალ მუჰამედი. ასევე დაამარცხა გრძელი ხელების მქონე ჰოლანდი. დგომშიც, ჭიდაობაშიც და ფიზიკურ ძალაშიც გამოცდილი მეტოქეები ჰყავდა და ყველა ტესტი წარმატებით ჩააბარა. 9-0 აქვს UFC-ში და ჩემპიონია. გარდა ამისა, ის ვარჯიშობს იმავე გუნდთან ერთად, რომელმაც ვოლკანოვსკი ისლამისთვის მოამზადა. ეს ყველაფერი ერთად კი ძალიან საშიშ მეტოქეს ქმნის."















