UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ სოციალური ქსელის დახმარებით ხაბიბ ნურმაგომედოვს უპასუხა, რომელიც თვლის, რომ ილიას ისლამ მახაჩევთან ბრძოლა არ დაუმსახურებია.
"ხაბიბმა იცის, რომ მე ვარ ის, ვინც ისლამს დაამარცხებს და საჩემპიონო ქამარს წაართმევს. სწორედ ეს არის ის ერთადერთ მიზეზი, რის გამოც მას ჩვენი ორთაბრძოლა არ სურს"
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონა დატოვა, მსუქუბი წონის დივიზიონში გადაინაცვლა და UFC-სგან ორთაბრძოლის ჩანიშვნას ელოდება. ქართველი მებრძოლის ვაკანტური ქამარი კი ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ დაიბრუნა.















