UFC 319-ზე გაიმართა საჩემპიონო ბრძოლა დრუკუს დუ პლესისსა და ხამზატ ჩიმაევს შორის, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. ჩეჩენმა ახალმა ჩემპიონმა სამხრეთ აფრიკელი მეტოქეს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო.
ეს იყო რიგით მე-15 ბრძოლა "მგლის" კარიერაში და როგორც ვხედავთ, საჩემპიონო ქამრამდე ის დაუმარცხებლად მივიდა. ილია თოფურიას შემდეგ, UFC-ის ჰყავს კიდევ ერთი მოქმედი ჩემპიონი 0 წაგებით თავის ანგარიშზე.















