უკანასკნელად, კრივში წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ლას ვეგასში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ტერენს კროუფორდი და კანელო ალვარეზი დაუპირისპირდნენ. ბრძოლა ამერიკელი კროუფორდის გამარჯვებით დასრულდა, რომლის მოპოვებაც მან მსაჯთა გადაწყვეტილებით შეძლო.
ტერენსის წარმატებას, რამდენიმე საათის წინ, სოციალურ ქსელში UFC-ის ვეტერანი - ნეიტ დიაზი გამოეხმაურა.
"კროუფორდი შემდეგია "
დიაზი კრივის სამყაროში უკვე რამდენჯერმე გამოჩნდა და როგორც ჩანს, ახლა მისი სასურველი სამიზნე სუპერ საშუალო წონის ჩემპიონია. კრავფორდს ნეიტისთვის პასუხი ჯერჯერობით არ გაუცია, თუმცა დიაზის განაცხადმა სპორტული მედიის ყურადღება მალევე მიიპყრო.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული ბრძოლის იდეა ძალზედ რთული წარმოსადგენი და არალოგიკურია, გარკვეული შანსი მაინც არსებობს, რადგან ამ დაპირისპირებით ორივე ათლეტს ფინანსური წინსვლისა და რეიტინგის მნიშვნელოვნად ამაღლების შანსი მიეცემათ.















