Marca - "თოფურიამ თავის პირველ ბრძოლაში დიდი უპირატესობით იმარჯვა. კუთხეების დუელიც მოიგო სწორედ მან, თავისი ძმის, ილიას დახმარებით. ალექსანდრეს გვერდით დვალიშვილი და ქუთათელაძეც იყვნენ. ძალიან რთულია სადებიუტო ჩხუბში გამარჯვება, მაგრამ ფაქტია, მან ეს შეძლო, თან დამაჯერებლად".
AS - "თოფურიამ სადებიუტო ჩხუბში გაიბრწყინა და ვოლკანოვსკის მოსწავლე მოათვინიერა. მან აჩვენა შთამბეჭდავი ბრძოლა, კუთხიდან კი ამ ყველაფერს სიამაყით უყურებდა ალექსანდრეს უმცროსი ძმა და მოქმედი ჩემპიონი, ილია. ინიციატივა, დომინირება და კონტროლი, ყველაფერი ეს, მის სადებიუტო ჩხუბში იყო".
Mundo Deportivo - "თოფურიამ დამაჯერებლად დაამარცხა ვოლკანოვსკის სპარინგ პარტნიორი და მეგობარი, თიქნესი. მას ჰქონდა აბსოლუტური უპირატესობა, როგორც გრეპლინგში, ისე კარდიოში. ალექსანდრემ ნათლად აჩვენა ყველაფერი ის, რის გამოც UFC-მ მას კონტრაქტი გაუფორმა".

















