19 ივლისს, 20:30 საათიდან, უემბილზე დაიწყება ოლექსანდრ უსიკისა და დანიელ დუბუას მეორე ბრძოლისთის მიძღვნილი ღონიესძიება, რომელზეც ერთ-ერთ პირველ ჩხუბში ლაშა გურულიც იბრძოლებს. მისი მეტოქე ჯეიმს ფრენსისი იქნება. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ ამ ჩხუბისგან.
ლაშა გურული - კრივის სამშობლოში, ლეგენდების გარშემო
გურული იბრძოლებს ინგლისში, ქვეყანაში, რომელმაც კრივი როგორც სპორტი, სამყაროს აჩუქა. ჩვენი მებრძოლი, რომელიც მსოფლიო კრივის ქომაგებისთვის უკვე კარგად ნაცნობია, თავისი ტექნიკით, სიმტკიცითა და შეუპოვარი ხასიათით, კიდევ ერთხელ აპირებს დიდ სცენაზე თავისი შესაძლებლობების დამტკიცებას.
ქართველი მებრძოლი დამაჯერებლად გამოიყურებოდა თავის პირველ პროფესიონალურ ბრძოლაში და ის ამჯერადაც უდიდესი მოტივაციით გადის რინგზე. ლაშასთვის ეს მხოლოდ მორიგი ბრძოლა არ არის – ეს არის შანსი, დაამტკიცოს, რომ არა მხოლოდ რეგიონალური, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც უმაღლესი დონის მოკრივეა.
ლონდონში გასამართი ღონისძიება 28 წლის მოკრივისთვი შეიძლება გახდეს საფეხური კიდევ უფრო რეიტინგული ბრძოლებისკენ და მსხვილ ტიტულებზე პრეტენზიის უფლებისკენ. რაც შეეხება გურულის მეტოქეს, ფრენსისი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი მოკრივეა.
ცაცია მოკრივე ტექნიკურ სტილს ემყარება, რომელიც ცნობილია თავისი მკაფიო დარტყმებითა და ძლიერი ჯებით. ინგლისელმა მოკრივემ დიდი გამოცდილება დააგროვა ადგილობრივ ორგანიზაციებში და ახლა, როგორც ჩანს, მზად არის, თავისი ძალა საერთაშორისო დონეზე გამოსცადოს.
ფრენსისისთვის ეს ბრძოლა საკუთარი რეპუტაციის განმტკიცების საშუალებაა – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე ქართველი ოლიმპიურ მედალოსანი არის. ეს იქნება ორი სრულიად განსხვავებული სტილის მოკრივის შეჯახება: ერთ მხარეს არის ლაშა თავისი მრავალფეროვანი სტილით, მეორე მხარეს კი პრაგმატული ჯეიმსი.
გულშემატკივრებისთვის ეს ბრძოლა სანახაობრივი და დაძაბული იქნება. 28 წლოს მოკრივე ყველაფერს გააკეთებს ქართული ისტორიის დასაწერად, მისი ბრიტანელი მეტოქე კი კრივის სამშობლოში ახალი ვარსკვლავის ასანთებად.














