ილია თოფურიამ El Hormiguero-ს ეთერში განაცხადა, რომ მისი მეტსახელი კვლავ იქნება "ელ მატადორი", რადგან "ლეგენდა" ხალხმა უარყოფითად მიიღო. ქართველი ჩემპიონი თავის მომდევნო ჩხუბს, რომელიც იქნება ისლამ მახაჩევთან ან ჩარლზ ოლივეირასთან, ასევე ძველი მეტსახელით გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრის ჩემპიონობის დათმობისა და მსუბუქ დივიზიონში ასვლის შემდეგ, "ელ მატადორმა" დააანონსა კარიერის ახალი ეტაპი, რაც მეტსახელის შეცვლასაც გულისხმობდა. რამდენიმე დღეში გავიგეთ, რომ 28 წლის ჩემპიონი აიღო ახალი მეტსახელი, "ლეგენდა".
თოფურია კვლავ "ელ მატადორია", ისევ ის მეტსახელი, რომლითაც მან კარიერის განმავლობაში 16 ბრძოლაში იმარჯვა. ის გახდა პირველი ქართველი ჩემპიონი UFC-ში, შემდეგ კი ილიამ ტიტულიც შეინარჩუნა.















