ედუარდსის წაგება ბელალ მუჰამედთან ბევრი ფანისთვის დაუჯერებელიც იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ბელალის უნარები ლეონმა კარგად ვერ შეაფასა, განსაკუთრებით მისი ჭიდაობა, რამაც, საბოლოოდ, მისი წაგება გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის თარიღი ცნობილია, მეტოქის ვინაობა ჯერ არ ვიცით, რასაც ბრძოლის ოფიციალურად დაანონსების შემდეგ გავიგებთ. თუ ლოგიკურ მსჯელობას მივყვებით, მისი ოპონენტი ხორხე მასვიდალი უნდა იყოს, რადგან უკანასკნელ პოდკასტში ხორხემ ედუარდსი გამოიწვია. ეს ლეონისთვის მომგებიანი ჩხუბი უნდა იყოს - აღნიშნული დაპირისპირება გულშემატკივართა შორის დიდ მოთხოვნასა და ინტერესს იწვევს.
წყარო: dazngroup















