ლუბა გოლოვინამ პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა

ზაფხულში პარიზში გასამართი ოლიმპიური თამაშების ლიცენზია სამგზის ოლიმპიელმა, ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანმა, ლუბა გოლოვინამ მოიპოვა. ლუბა ოლიმპიადის საგზურს მსოფლიო თასის სერიებში დაგროვილი სარეიტინგო ქულებით დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ 2 აგვისტოს პარიზის ბერსი არენაზე ოლიმპიური მედლებისთვის ბრძოლა თითო ქვეყნიდან მაქსიმუმ ორ სპორტსმენს შეეძლება.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბატუტზე ხტომაში სახელობითი ოლიმპიური კვოტები არ თამაშდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარიზში წამსვლელის შერჩევისას საბოლოო სიტყვა ეროვნულ ფედერაციას ეთქმის.













