უკანასკნელად, UFC-ის ვარსკვლავმა, კონორ მაკგრეგორმა, UFC 322-თან დაკავშირებით, კრეიგ ჯონსთან საინტერესო კომენტარი გააჟღერა. "მისტიკური მაკის" აზრით, ქვესაშუალო წონის ჩემპიონი - ჯეკ დელა მადალენა, ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ მარტივად გაიმარჯვებს.
"ის ამ წონაში მარტივი დასამუშავებელი იქნება, რადგან ფინიშის უნარი და პოზიციური სიფრთხილე არ გააჩნია. საშიში არაფერია, მაქსიმუმ ზურგჩანთასავით ჩამოგეკიდოს. არ შეგეშინდეს! მოთმინება, ფიზიკური მზაობა და სისასტიკე - მეხუთე რაუნდამდე ის უგონოდ გაითიშება."















