საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთის ეროვნული გუნდი 3:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, კომენტარი გააკეთა საბა გოგლიჩიძემ, რომელმაც დღეს შეუცვლელად ითამაშა.
"ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, იქედან გამომდინარე, რომ წაგებული თამაშის მერე რთულია ასეთ მატჩზე კონცენტრაცია მოახდინო, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. მადლობა ბიჭებს და პირველ რიგში უდიდესი მადლობა გულშემატკივარს, ასეთ ამინდში როგორ შეუძლიათ ასეთი მხარდაჭერა, არ ვიცი, მაგრამ მე ვგრძნობდი ამ ყველაფერს.
მადლობა მათ და ვულოცავ ასევე კალათბურთის ნაკრებს გამარჯვებას. დღეს ჩვენი დღე იყო და გილოცავთ თქვენც. ახალი გადასულები ვართ ოთხ მცველზე, დახვეწადია ეს ტაქტიკა და ნელ-ნელა წინ მივიწევთ. გურამისთანაც და ლოჩოსთანაც ჩემთვის ძალიან კომფორტულია თამაში, არ აქვს მნიშვნელობა.
ორივეს აქვს იმხელა გამოცდილება, რომ ჩვენ შეგვიძლია ოთხი მცველით თამაში. უნდა დავხვეწოთ ეს ტაქტიკა და შეგვიძლია ვიყოთ ძლიერი ნაკრები და ვართ კიდეც", - განაცხადა ქართველმა უკანახაზელმა.












