დანა უაითმა UFC 315-ის პრეს კონფერენციაზე დაადასტურა, რომ ივენთის მთავარი ბრძოლის შემდეგ გაირკვევა, თუ ვინ იქნება ილია თოფურიას შემდეგი მეტოქე, ისლამ მახაჩევი თუ ჩარლზ ოლივეირა. ჯეკ მადალენას ბელალ მუჰამადთან მოგების შემთხვევაში, დაღესტნელი ჩემპიონი წონას შეიცვლის და მას შეებრძოლება.
ასეთ შემთხვევაში, ქართველი მებრძოლის მოწინააღმდეგე "დუ ბრონქსი" იქნება. პალესტინელი ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნების შემთხვევაში კი მახაჩევი არ შეიცვლის წონას და უკვე თავის დივიზიონში "ელ მატადორს" დაუპირისპირდება.















