გარკვეული მიზეზების გამო გულშემატკივართა დიდი ნაწილი თვლის, რომ მერაბის დამოკიდებულება უმარის მიმართ "შოუს" ნაწილია და სინამდვილეში ქართველ მებრძოლს ოპონენტისადმი ბრაზი ან წყენა არ გააჩნია. ამ ყველაფრის მიუხედავად, მერაბის უკანასკნელი საუბრიდან დანამდვილებით ვიგებთ, რომ მისი ემოციები დაღესტნელი კონტენდერის მიმართულებით გულწრფელია და ეს ყოველივე კონკრეტული ფაქტორებითაა განპირობებული.
"მე მას ვკითხე: რატომ მომაყენე, უმარ, შეურაცხყოფა ტვიტერზე? და მან ასეთი პასუხი გამცა: იმიტომ, რომ მე ეს მინდოდა, რას იზამ? მაშინ მისთვის სახეში გარტყმა მსურდა, მაგრამ რა თქმა უნდა UFC-ს დაცვა და წესები არ მაძლევდა საშუალებას.
მთელი პრესკონფერენცია დაძაბული და გაბრაზებული ვიყავი, ჩემ თავს არ ვგავდი, რადგან მე მერაბ დვალიშვილი ვარ და როცა ადამიანი საცემია, უკვე აღარ მაინტერესებს.
ყველამ იცით, რომ პოზიტივი მიყვარს და დრამები არ მახასიათებს. 13 ბრძოლა მაქვს UFC-ში ჩატარებული და შეურაცხყოფა იანის გარდა არავისთვის მიმიყენებია." - განაცხადა მერაბმა ინტერვიუში
მერაბის გადამწყვეტ ბრძოლამდე დრო უფრო და უფრო ნაკლები რჩება. მაყურებელთა დიდი ნაწილი დაძაბულია და ფანებთა შორის აზრი ორად იყოფა. საინტერესოა როგორ წაიყვანს ბრძოლას ქართველი ჩემპიონი და რა მდგომარეობაში ვიხილავთ უმარ ნურმაგომედოვს ბრძოლის შემდეგ.















