ამ დაპირისპირების ჩანიშვნაზე, UFC-ს ჯერ-ჯერობით ფიქრი არ დაუწყია, რადგან ორივე მებრძოლს, გარშემო უამრავი კონტენდერი ყავთ, რომელთანაც ჩხუბი სპორტული თვალსაზრისით უფრო ლოგიკური უნდა იყოს.
ალექს პერეირას პოტენციურ ბრძოლად ხალხი მაგომედ ანკალაევს ასახელებს, ხოლო ჯონ ჯონსის შემთხვევაში - ტომ ასპინალს.
მიუხედავად იმისა, მაინც შეგვიძლია ვიქონიოთ იმის იმედი, რომ მომავალში, ამ ორი სახიფათო მებრძოლის დაჯახებას ვიხილავთ, რადგან არა მარტო ჯონსმა, არამედ ცოტა ხნის წინ, პოატანმა ამერიკელ მებრძოლთან ჩხუბზე, სურვილი გამოთქვა.
"რაც შეეხება ჯონ ჯონსს, მისი შემდეგი გამოწვევა ჯერ-ჯერობით ტომ ასპინალია. თუ ის ტომ ასპინალს დაამარცხებს, მასთან ჩხუბი გარდაუვალი იქნება" - განაცხადა ქვე-მძიმე წონის ჩემპიონმა ერთ-ერთ სპორტულ არხთან ინტერვიუში.















