მათე სანიკიძემ უკვე მოახერხა 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქამრის მოპოვება. ქამრის მოპოვებისა და ორგანიზაციის ვარსკვლავის, კეიტას წინააღმდეგ წარმატებული დაცვის შემდგომ კი ახალი მიზანი დაისახა, რაც 61 კილოგრამ წონითი კატეგორიის ქამარია.
მან ახალ წონით კატეგორიაში დებიუტი მაისში, ირანელი მებრძოლის წინააღმდეგ გამართა, სადაც ორგანიზაციაში პირველად დამარცხდა. თუმცა, აღნიშნულ ბრძოლაში მათემ ნულოვანი ზიანი მიიღო. მისი მეტოქე კარგად დამუშავებული ტაქტიკით გამოვიდა, რის მიხედვითაც მხოლოდ გალიასთან კონტროლით ცდილობდა ქულების მოპოვებას და მაქსიმალურად ერიდებოდა, როგორც პარტერში, ასევე დგომში გაცვლებში შესვლას.
ორგანიზაცია აფასებს მათეს მისწრაფებებს და ტალანტს, სწორედ ამიტომ, შემდეგ მეტოქედ შეურჩია ერთ-ერთი ტოპ კონტენდერის ყოფილი Cage Warrior-ის ჩემპიონისა და DWCS-ების მონაწილე ჯეკ კარტვრაითი.
ჯეკი ერთ-ერთი ტოპ მებრძოლია ამ წონაში, რომელიც, მათეს მსგავსად, უკანასკნელ ბრძოლაში დამარცხდა. მისი უკანასკნელი ბრძოლა საკმაოდ კარგი მაგალითია იმისთვის, რათა გავაანაზილოთ რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს დაგეგმილ ბრძოლაში.
რა უნდა ვიცოდეთ ჯეკზე?
ჯეკს საკმაოდ აგრესიული და თავისებური სტილი აქვს. მას უყვარს დგომში ბრძოლა, სადაც, როგორც წესი, ცენტრის მოპოვებასა და შემდგომ აგრესიულად შეტევაზე გადასვლას ცდილობს. მას გამუდმებით 2-3 დარტყმიანი კომბინაციები ახასითებს, მაშინ როდესაც მისი მეტოქე ზურგით "გალიასთანაა". თუმცა, როგორც ბოლო ბრძოლაში გამოჩნდა, ჯეკს აქვს ერთი დიდი მინუსი დგომში. ჯების დროს და არამხოლოდ ჯების დროს, იგი თავს საკმაოდ მაღლა, დაუცველს ტოვებს. ჯონას მაგარდმა პირველივე წამებიდან არაერთი ძლიერი "ოვერჰენდი" გაუტარა ჯეკს და საკმაოდ დააზიანა იგი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მაგარდმა მისი გათიშვა ვერ მოახერხა, რაც ჯეკის საკმაოდ გამძლე ყბაზე მეტყველებს. მაგარდმა ჭიდაობაშიც დაჯაბნა მეტოქე. ჯეკს, ზოგადად, საკმაოდ კარგი ჯიუ ჯიცუ აქვს და ყოველთვის სახიფათო, მტკივნეულ მახრჩობელებზე ახერხებს შეტევას.
მაგარდს ე.წ "ბაგი ჩოუქით" შეუტია, თუმცა სხვა ბრძოლებში არაერთი კარგი მცდელობა შემოგვთავაზა ინგლისელმა მებრძოლმა. აღსანიშნავია მისი ბრძოლა დანა ვაითის პროექტ Contender Serie-ზე. საკმაოდ ახლო ბრძოლა გამართა ჯოზე ჯონსონთან. აღნიშნულ ბრძოლაში იგი დაუმარცხებელის სტატუსით შევიდა, სადაც ძალიან დიდი ფავორიტი იყო საკმაოდ დაბალი დონის მებრძოლთან. ჯეკმა DWCS-ზე მოლოდინები ვერ გაამართლა, თუმცა კარგი ბრძოლით თავი მაინც დაგვამახსოვრა. იგი გამუდმებით ცდილობდა სხვადასხვა მტკივნეული მახრჩობელით მეტოქის დამარცხებას, თუმცა უშედეგოდ. საბოლოო ჯამში, ჯეკი აგრესიული მებრძოლია როგორც მიწაზე, ასევე დგომში.
რა უნდა ვიცოდეთ მათე სანიკიძეზე?
66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქამრის მოპოვება უკვე მრავლისმთქმელია მათეზე. ამას დამატებული ისიც, რომ იგი ერთადერთი მებრძოლია, რომელმაც ლოსენე კეიტას მარცხი აწვნია. ლოსენე ოკტაგონის ფავორიტი მებრძოლია, რომელიც ამჟამად 66 და 70 კგ. წონითი კატეგორიების ჩემპიონია, თუმცა 66 წონით კატეგორიაში ქამრის მოპოვება მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა, რაც მათემ დივიზიონი დატოვა. მათე 66-ისთვისაც ძალიან მაღალი იყო და 61 კილოგრამში უბრალოდ გიგანტია.
მისი სიმაღლე 183 სანტიმეტრია, ხოლო წვდომი - 187 სანტიმეტრი აქვს. მხოლოდ ჯეკთან მას 10 და 15 სანტიმეტრიანი უპირატესობა ექნება როგორც სიმაღლეში, ასევე წვდომში, რაც დგომში საქმეს მათეს ძალიან გაუმარტივებს. მათე უნივერსალური სტილის მებრძოლია, მას დგომშიც შეუძლია ბრძოლა და მიწაზეც. დგომში მისი ტექნიკისა და კიდურების სიგრძის გამო, ნებისმიერისთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა ბრძოლების დიდ ნაწილში გამარჯვება ჭიდაობის ხარჯზეც აქვს მოპოვებული.
რას უნდა ველოდოთ ბრძოლაში?
ვფიქრობ, ამ ბრძოლაში მათესგან პირველ ნაადრევ მოგებას ანუ "ფინიშს" ვიხილავთ, ოკტაგონში. ჯეკი მათეს გადაყვანას ვერანაირად ვერ მოახერხებს, შესაბამისად, შანსები მხოლოდ დგომში თუ ექნება, თუმცა მისი ფეთქებადი დარტყმები მათეს დონის ტექნიკისა და წვდომის მქონე მებრძოლთან უსარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს. თუ სასწაული მოხდება და მათეს დგომში ბრძოლა გაუჭირდება, ჭიდაობაში ნამდვილად დაჩაგრავს ჯეკს. ჯეკი აუცილებლად შეეცდება მტკივნეულებზე შეტევას, თუმცა როდესაც იგი წარუმატებლად უტევს, მახრჩობელა მტკივნეული ილეთებით მის მეტოქეს, ხშირად ამის გამო პოზიციებს კარგავს და მისი მეტოქეები ე.წ „მაუნთის“ პოზიციაზე მოხვედრას ახერხებენ. ამ ბრძოლაში, მათე ფავორიტია და ფინიშის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს.
მათე სანიკიძე Oktagon-ში მორიგ ბრძოლას გამართავს















