უმარ ნურმაგომედოვისა და მერაბ დვალიშვილის დაპირისპირებას, ქართველი ჩემპიონის ცალსახა დომინირების მიუხედავად, დაღესტნელის მხრიდან ,თავდაპირველად, გარკვეული სახის კომენტარები მოჰყვა. უმარ ნურმაგომედოვის აზრით, მას ბრძოლის მოგება შეეძლო, იმ შემთხვევაში თუ მსაჯები მას პირველ სამ რაუნდს "არ წაართმევდნენ" და ხელზე მოტეხილობას არ მიიღებდა. დიდხნიანი დუმილის შემდეგ, ადამ ზუბაირაევის ვლოგიდან ვიგებთ, რომ ახალგაზრდა კონტენდერი ისევ ანალოგიურ აზრზე დგას.
" მე მასთან რემატჩი მსურს, რადგან მინდა დავამტკიცო, რომ მოტეხილი ხელი რომ არ მქონოდა, ბრძოლა სრულიად სხვაგვარად წარიმართებოდა. თუ ერთმანეთს მეორეჯერ ვერ შევხვდით, სულ რომ კარიერა დაასრულოს, ერთ დღეს მაინც ჩემპიონი ვიქნები. "















