ქართველი მებრძოლის მეტოქე შონ ო'მალი იქნება — აღნიშნული ინფორმაცია ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დანა უაითმა ოფიციალურად დაადასტურა.
დვალიშვილის და ო'მალის რემატჩი UFC 316-ზე შედგება, რომელიც ნიუ ჯერსიში 8 ივნისს (საქართველოს დროით) ჩატარდება და ივენთის მთავარი ბრძოლა სწორედ სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა UFC-ის საჩემპიონო ქამარი 15 სექტემბერს სწორედ შონ ო'მალის დამარცხებით მოიპოვა, ხოლო 4 თვის შემდეგ, 19 იანვარს უმარ ნურმაგომედოვს მოუგო და ტიტული წარმატებით დაიცვა.Taking TWO title fights to the Garden State 🏆🏆@MerabDvalishvil vs @SugaSeanMMA 2@VenezuelanVixen vs @KaylaH
— UFC (@ufc) April 1, 2025
[ #UFC316 | @Visit_NJ ] pic.twitter.com/rVZUgoK9C9
















