"თითქმის უკვე 12 წელია რაც ამერიკაში ვცხოვრობ. დღეს ოფიციალურად მომანიჭეს ამერიკის მოქალაქეობა. არ იყო ადვილი თავის დამკვიდრება ამ ქვეყანაში, მაგრამ შრომითა და მოთმინებით ყველა დაბრკოლება გადავლახე. ბევრი რამ ვისწავლე, რისთვისაც მადლიერი ვარ ამ ქვეყნის" - ნათქვამია მერაბ დვალიშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქ წონაში ზედიზედ 10 ორთაბრძოლა მოიგო და დივიზიონის ნომერი პირველი კონტენდერი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგი ბრძოლა სატიტულო იქნება.

















