სუპერმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა - შონ ომალიმ, 1 დღის წინ, იუთუბ არხზე გამოაქვეყნა ახალი ვიდეო, რომელშიც მერაბ დვალიშვილისა და კორი სენდჰეგენის მომავალი ბრძოლა განიხილა. საუბრისას, დვალიშვილის სხვა მახასიათებლებთან ერთად, იგი მის რწმენასა და თავდაჯერებულობის უნარსაც შეეხო.
"თავდაჯერებულობას ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა აქვს... საკუთარი თავის უნდა გწამდეს. მერაბთან პირველი ბრძოლის დროს, ის თავს ძალიან კარგად გრძნობდა. მან უმარი დაამარცხა, ჩემთან რემატჩისას კი ისეთი თვითდაჯერება ჰქონდა, თითქოს მისი დამარცხება ვერავის შეეძლო."
ქართველი "მანქანა" ქამარს სენდჰეგენის წინააღმდეგ 5 ოქტომბერს, ლას ვეგასში, T-Mobile არენაზე დაიცავს.















