UFC-ის ქვემძიმე წონის კონტენდერი - ხალილ რანთრი, რამდენიმე საათის წინ, ცნობილ სპორტულ გადაცემას, Jaxxon Podcast-ს ესტუმრა. ამერიკელმა ათლეტმა კარიერული საკითხები მიმოიხილა, გარდა ამისა, იგი სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონსა და თანაგუნდელს - მერაბ დვალიშვილსაც შეეხო.
"ეს 100%-ით რეალური ამბავია. შაბათს, ბრძოლამდე რამდენიმე საათით ადრე, მან 5 რაუნდიანი სპარინგი გამართა. მერაბი უბრალოდ ასეთია. სპორტსმენები ბრძოლის დღეს სასტუმროში ატარებენ და საკუთარ ფიქრებთან მარტოვდებიან. აქამდე არ მინახავს, უმნიშვნელოვანეს ბრძოლამდე რამდენიმე საათით ადრე, ვინმეს 5 რაუნდი ესპარინგოს. ის უბრალოდ განსხვავებულია."















