უკანასკნელად, UFC-ის გამორჩეულმა ლეგენდამ და "დიდების დარბაზის" წევრმა - მეტ სერამ, ქართველი მებრძოლის - მერაბ დვალიშვილის უნიკალური თვისება განიხილა. მოგეხსენებათ, რომ მეტ სერა მერაბის მწვრთნელია, რის გამოც, მისთვის "მანქანის" შესაძლებლობები უცხო ფენომენი ნამდვილად არაა. ყოფილი ქვესაშუალოს ჩემპიონის აზრით, ეს საბრძოლო უნარი გახლავთ მთავარი მიზეზი, რის გამოც იგი ბრძოლაში წარმატებას აღწევს და სხვა ათლეტებისაგან მკვეთრად განასხვავდება. Chazz Palminteri Show-ში მან სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონის ძლიერ მხარეზე ისაუბრა.
"მერაბის მსგავსი გამძლეობა არასდროს მინახავს. თავისი კარიერის განმავლობაში, ის უკეთეს მოჭიდავეებს და სტრაიკერებს ხვდება, მაგრამ მათ აუტანელი წნეხის მეშვეობით ამარცხებს.
როდესაც ვიღაცის წაქცევა გსურს და ეს არ გამოგდის, საშინლად დამქანცველია, მაგრამ მერაბი ამას გაუჩერებლად აკეთებს. ეს ჩვეულებრივი თამაშივითაა, დროსთან ერთად "სიცოცხლე" გაკლდება, მაგრამ მერაბს შეუძლია იბრძოლოს და მის ენერგიას ერთეულიც არ მოაკლდეს." - განაცხადა მეტმა პოდკასტზე.