UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი - მერაბ დვალიშვილი მეოთხე სატიტულო ბრძოლას 5 ოქტომბერს, ლას ვეგასში, კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ გამართავს.
სენდჰეგენის მაღალი საბრძოლო დონისა და კარგი მოგებათა სერიის მიუხედავად, გულშემატკივრებისა და ანალიტიკოსების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამერიკელ კონტენდერს "მანქანის" წინააღმდეგ მცირე შანსი აქვს, თუმცა "The Simple Man"-ის პოდკასტიდან ვიგებთ, რომ UFC-ის ლეგენდა - დემეტრიუს ჯონსონი სხვაგვარად ფიქრობს. მან პოდკასტზე სტუმრობისას დეტალურად ახსნა, თუ რა სტრატეგიას გამოიყენებდა მერაბის წინააღმდეგ.
"ბრძოლის დროს მერაბს მუდმივ წნეხში ვამყოფებდი. მას უნდა აიძულო,რომ დგომში დაგიპირსპირდეს. მიწაზე მისი დამარცხება რთულია, ამიტომ აუცილებელია, რომ მას ყოველივე გდება ძვირად დაუჯდეს. კლინჩში – იდაყვები, მუხლები დამოკლე დარტყმები უნდა გამოიყენო, როდესაც კი კლინჩიდან გამოვა, მაშინვე მარჯვენა ხელი და ჰაი-ქიქი. მოკლედ, მერაბთან ბრძოლა უწყვეტი უნდა იყოს და თავისუფალი სივრცე არ უნდა მისცე"
ქართველი ჩემპიონის გამარჯვების შემთხვევაში ,დიდი ალბათობით, მისი მომავალი მეტოქე პიოტრ იანი იქნება. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს სწორედ იანთან ბრძოლაში დვალიშვილმა ისტორიული რეკორდი დაამყარა – ერთ ორთაბრძოლაში გდება 49-ჯერ სცადა.















