სუპერმსუბუქი დივიზიონის ამერიკელი კონტენდერის - კორი სენდჰეგენისა და მერაბ დვალიშვილის დაპირისპირების იდეა ფანთა აუდიტორიაში ამჟამად დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ შეხვედრის აქტუალურობა ,გარკვეულწილად, დეივსონ ფიგერედოსთან კორის უკანასკნელი შთამბეჭდავი გამარჯვებითაა განპირობებული, რომელიც მის შესაძლებლობებს ქართველი ჩემპიონის წინააღმდეგ მეტად საინტერესოს ხდის.
არიელ ჰელვანის შოუდან ვიგებთ, თუ რა სახის დამოკიდებულება გააჩნია სენდჰეგენს ამ პოტენციური ბრძოლის თაობაზე.
"მერაბისთვის მასტერკლასის ჩატარებას ვაპირებ. მე შევეცდები, რომ მას ყველანაირ ასპექტში ვაჯობო, არ შემეშინდეს მის წინააღმდეგ ჭიდაობის და დაღლის. უმართან ბრძოლისას დავინახეთ, რომ მე ჭიდაობა შემიძლია და დაბლა დაცემის შემთხვევაში ფეხზე მალევე ვდგები. ბევრი ადამიანის აზრით მისი გათიშვა რთულია, რადგან იგი ბევრს მოძრაობს, რაც საშინლად დამღლელია, თუმცა მე მივიჩნევ, რომ მას გარკვეული სახის სისუსტეებიც აქვს. "















