UFC 323-ის მთავარ ბრძოლაში მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონობის დაცვას პიოტრ იანთან ეცდება. შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ, ქართველმა ჩემპიონმა მას უკვე მოუგო და რუსი მებრძოლის აზრით, იმ ჩხუბში მას ტრავმამ შეუშალა ხელი.
"პირველ ბრძოლაში დვალიშვილს ვეჩხუბე ერთი ხელით, რადგან ტრავმა მქონდა. ახლა კარგად ვარ და ჩემი თავის საუკეთესო ვერსიას იხილავთ. ჩემზე არ ახდენს შთაბეჭდილებას ის ფაქტი, რომ მერაბი ჩხუბის დღესაც ხუთრაუნდიან სპარინგს ატარებს. გახსოვდეთ, ნებისმიერი მანქანა ფუჭდება"
"ნუ იმართლებ თავს და ნუ ეძებ მარცხის მიზეზებს, შენ ამ ყველაფერზე მაღლა დგახარ! ჩემი სახლი საქართველოა და არა ლას-ვეგასი. აქ იმიტომ ვცხოვრობ, რომ ჩემპიონობა მინდა. წონის შეცვლა? UFC თუ მოისურვებს, ამის შესახებ ვილაპარაკებთ მოგვიანებით, მაგრამ ჯერ, ამ დივიზიონის გაწმენდა მინდა."














