UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ მოსამზადებელი კემპი ოფიციალურად დაიწყო — ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად 28 წლის სპორტსმენმა გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით, ილია თოფურია ოქტაგონზე 29 ივნისს, UFC 317-ზე დაბრუნდება და მსუბუქი წონის ქამრისთვის იჩხუბებს. განიხილება ორი ვარიანტი — ბრძოლა ისლამ მახაჩევთან ან ჩარლზ ოლივეირასთან ვაკანტური ქამრისთვის. მეორე შემთხვევაში, მახაჩევმა უნდა დატოვოს დივიზიონი და ქვემძიმე წონაში გადაინაცვლოს.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დატოვა და ზედა დივიზიონში გადაინაცვლა. ჯო როგანთან რამდენიმე დღის წინ ჩაწერილ ინტერვიუში ქართველმა მებრძოლმა განაცხადა, რომ მხოლოდ საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლას განიხილავს.















