ფრენსის ნგანუ VS. რენან ფერეირა
ვინ არის ნგანუ და რა შეუძლია მას - ამაზე ბევრი საუბარი, ალბათ, საჭირო არ არის, მაგრამ მისი ბოლოდროინდელი სპორტული ცხოვრების მიმოხილვა მაინც აუცილებელია. MMA-ის წესებით ფრენსისმა უკანასკნელი ბრძოლა 2022 წლის იანვარში UFC 270-ზე სირილ განთან გამართა. ამ დაპირისპირებას კამერუნელი მუხლის მძიმე ტრავმით შეხვდა, რის გამოც ტრადიციული სტილიდან გადახვევა და ბრძოლის ალტერნატიული გზით წარმართვა მოუწია. „პრედატორმა" ქამარი პრაგმატულად - ჭიდაობის გამოყენებით დაიცვა, თუმცა ეს არ იყო მაღალი კლასის ჭიდაობა. ამ დისციპლინაში ნგანუსგან საინტერესო არაფერი გვინახავს. პერფორმანსში ყველაზე კარგი და შთამბეჭდავი ის იყო, რომ ნგანუმ მოახერხა და სამოქმედო გეგმა ბრძოლის მიმდინარეობისას რამდენჯერმე შეცვალა, რაც საჩემპიონო მენტალიტეტსა და მაღალ საბრძოლო ინტელექტზე მიუთითებს.

ამის შემდეგ, ნგანუმ UFC სკანდალურად დატოვა და დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ოცნება აეხდინა - გამხდარიყო პროფესიონალი მოკრივე. კამერუნიდან საფრანგეთამდე ხიფათითა და გაურკვევლობით აღსავსე გზა ფრენსისს სწორედ ამ მიზანმა გამოატარა. ნგანუმ ელიტარულ კრივში ორი ბრძოლა გამართა, ორივე მძიმე წონის სუპერსკვლავთან და ჯამში ძალიან დიდი თანხა გამოიმუშავა. პირველ ბრძოლაში საერთოდ ნოკდაუნში გაუშვა ტაისონ ფიური და უდიდესი პატივისცემაც დაიმსახურა, თუმცა მეორე ბრძოლაში მან ბრუტალური ნოკაუტის გემო გაიგო. რამდენიმე ნოკდაუნის შემდეგ კამერუნელი ენტონი ჯოშუამ მეორე რაუნდში გათიშა.

სარფიანი, საინტერესო და მრავალფეროვანი მოგზაურობის შემდეგ გამოდის, რომ ფრენსის ნგანუს MMA-ში თითქმის 3-წლიანი პაუზა აქვს. ამ პერიოდში კი უქმად დროს არ კარგავდა გიგანტური ბრაზილიელი - რენან ფერეირა, რომელიც ბრძოლის შემდეგ ყველასა და ყველაფერს უგონო მდგომარეობაში ტოვებს. უკანასკნელ დაპირისპირებაში „პრობლემამ" Bellator-ის მძიმე წონის ჩემპიონი - რაიან ბეიდერი 21 წამში დაანოკაუტა. მანამდე კი PFL-ის 2023 წლის ტურნირის ფინალი დენის გოლცოვის წინააღმდეგ მოიგო.
როდესაც ნგანუსა და ფერეირას გალიაში დაინახავთ არ გაგიკვირდეთ - ფრენსისი დიდი ბიჭია, თუმცა, ეს ის უიშვიათესი შემთხვევაა, როდესაც კამერუნელი პატარა იქნება. რენანი სიმაღლეში 203 სანტიმეტრია, „პრედატორზე" 10 სანტიმეტრით მაღალია და წვდომშიც დიდი უპირატესობა აქვს. ორივე მებრძოლის შედარებით სუსტი მხარე პარტერია, "გრეპლინგის" ფაზაში რენანი საკმაოდ ცუდია - მისი დამარცხების ფორმულა ყოფილმა მეტოქეებმა სწორედ მიწაზე იპოვნეს.

კრის საიბორგი VS. ლარისა პაჩეკო
ლარისა პაჩეკოს UFC-ში კარიერის ყველაზე ცუდი პერიოდი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი მეტოქეები ჰყავდა, ორგანიზაციაში გამართული ორი ბრძოლიდან ორივე პირწმინდად, ვადამდე დათმო. პაჩეკომ სახლი PFL-ში იპოვა, სადაც რეკორდი 12-2-ზე აქვს. საიბორგზე ბევრი საუბარი საჭირო არ არის. ის, უდავოდ, ლეგენდაა, რომელმაც წარმატების გადათარგმნა კრივშიც მოახერხა. 
ჯონი ებლენი VS. ფაბიან ედვარდსი
ფაბიან ედვარდსს ხალხი ნაკლებად იცნობს, ის UFC-ის ქვესაშუალო წონის ყოფილი ჩემპიონის, ლეონ ედვარდსის, ძმაა და მის მსგავსად, უმაღლესი დონის მებრძოლია. მან Bellator-ში სატიტულო ორთაბრძოლაც ჩაატარა - სწორედ ჯონი ებლენის წინააღმდეგ, თუმცა მარცხი განიცადა. იმისთვის, რომ სატიტული ორთაბრძოლა მიეღო მან ლეგენდარული ლიოტო მაჩიდა და გეგარდ მუსასი დაამარცხა.

ებლენისა და ედვარდსისი პირველი ბრძოლის საწყისი ორი რაუნდი საკმაოდ თანაბარი იყო. მეტიც, ჩემი აზრით, დგომში ფაბიანი ბევრად კარგად გამოიყურებოდა, ვიდრე ებლენი, თუმცა, მესამე რაუნდის გახსნათან ერთად, ებლენმა მოახერხა და ბრძოლა ნოკაუტით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ლაივ რეჟიმში „დიდი ჯონი" არ მეთანხმებოდა და ორივე რაუნდში გამარჯვება ებლენს მიანიჭა. მაინც, ვფიქრობ, რომ საკმაოდ ახლო და დაძაბული ბრძოლა იქნება და თუ ებლენს კვლავ მოგება სურს, "სტრაიკინგისა" და ჭიდაობის უფრო მეტად არევა მოუწევს. "სტრაიკინგში" ფაბიანი საკმაოდ ძლიერი და სახიფათოა. შესაბამისად, ებლენს წარმატების მიღწევა მხოლოდ დგომის ხარჯზე ძალიან გაუჭირდება.
ჰუსეინ კადიმაგომაევი VS. ზაფარ მოჰსენი
ვფიქრობ, ამ ქარდზე ეს ერთ-ერთი ყველაზე არათანაბარი მატჩია. ამ ბრძოლაში ჰუსეინი ძალიან დიდი ფავორიტი უნდა იყოს. ამაში ბუკმეიკერებიც მეთანხმებიან. მიუხედავად იმისა, რომ ზაფარი სავარჯიშო ტომარა არ არის, ჰუსეინი მისთვის ზედმეტად მაღალი დონის მეტოქეა და, ვფიქრობ, მას ზედმეტი კითხვის ნიშნების გარეშე დაამარცხებს.
ეი ჯეი მაკკი VS. პოლ ჰიუსი
მგონია, რომ მაკკი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო Featherweight-ია და ვფიქრობ, რომ UFC-ის TOP 15-შიც არაერთ მებრძოლს უპრობლემოდ დაამარცხებდა. თუმცა, პოლ ჰიუსის სახით ახლა მას, ნამდვილად, ღირსეული მეტოქე ჰყავს. პოლი Bellator-ის ახალწვეულია, რომელიც ორგანიზაციას Cage Warrior-ის ჩემპიონის რანგში შეუერთდა. ჩემი აზრით, ეი ჯეი მაკკი ფენომენია და პოლ ჰიუსს დამაჯერებლად დაამარცხებს.

რაფეონ სტოტსი VS მარკოს ბრენო
რაფეონ სტოტსი ქართველი გულშემატკივარისთვის ნაცნობი მებრძოლი უნდა იყოს. 2017 წელს ის დაუმარცხებელი იყო, იმედისმომცემ პროსპექტად მიიჩნეოდა და ძალიან მალე UFC-ში გადასვლასაც უწინასწარმეტყველებდნენ. Ring of Combat 59-ზე მისი ბრძოლის სანახავად დანა უაითიც მივიდა, თუმცა სტოტს არ გაუმართლა - მისი მეტოქე მერაბ დვალიშვილი იყო. ანდერდოგმა მერაბმა სტოტსი 15 წამში უეფექტურესი დარტყმით დაამარცხა. იმ დღეს „მანქანამ" სტოტს შანსი წაართვა და დღეს მერაბი UFC-ის ჩემპიონია, თუმცა, რაფეონმა კარიერის განვითარება მაინც მოახერხა, მას შემდეგ Bellator-ის ჩემპიონიც გახდა და, ზოგადად, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო Bantamweight-ია.

მაგრამ, შეძლებს ფრენსისი იმავეს?! - არამგონია. ნგანუ ამ ბრძოლაში ძალიან დიდი ფავორიტია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს, მეტწილად, მისი სტატუსითაა განპირობებული. შესაბამისად, ფსონს ფრენსისზე ნამდვილად არ დავდებდი, მეტიც - MMA-ში ნგანუს ჰიატუსისა და ფერეირას გაბარიტების გამო, ვფიქრობ, „პრობლემამ" გამარჯვების მოპოვება უნდა მოახერხოს. MMA-ის მიღმა გატარებულ დროში ფრენსისს რამდენიმე ურთულესი ეპიზოდის გადატანა მოუწია - ვგულისხმობ ძალიან ბრუტალურ, დამანგრეველ ნოკაუტსა და უმძიმეს პირად ტრაგედიას. 2024 წლის 29 აპრილს ნგანუმ შვილი - 15 თვის კობი ნგანუ დაკარგა. რაღაც პერიოდის განმავლობაში, კამერუნელი დარწმუნებული იყო, რომ საბრძოლო კარიერას დაასრულებდა, თუმცა შემდეგ გარდაცვლილი შვილისადმი პატივის მისაგებად დაბრუნება მაინც გადაწყვიტა.

„პრედატორისთვის" დაბრკოლებებთან გამკლავება არახალი ამბავია - 19 ოქტომბერს რიადში კი ერთად ვნახავთ იმას, თუ ამჯერად რა პასუხი მოუმზადა ფრენსის ნგანუმ ცხოვრებისეულ გამოწვევებს.
კრის საიბორგი VS. ლარისა პაჩეკო
ლარისა პაჩეკოს UFC-ში კარიერის ყველაზე ცუდი პერიოდი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი მეტოქეები ჰყავდა, ორგანიზაციაში გამართული ორი ბრძოლიდან ორივე პირწმინდად, ვადამდე დათმო. პაჩეკომ სახლი PFL-ში იპოვა, სადაც რეკორდი 12-2-ზე აქვს. საიბორგზე ბევრი საუბარი საჭირო არ არის. ის, უდავოდ, ლეგენდაა, რომელმაც წარმატების გადათარგმნა კრივშიც მოახერხა.

ამ სუპერ დაპირისპირებაში მებრძოლთა ასაკი შესაძლოა მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს. საიბროგი უკვე ვეტერანია - 39 წლისაა, პაჩეკო კი ფორმის პიკშია. PFL-ში ლარისა 10-მოგებიან სერიაზეა და გზად UFC-ის ახალი სუპერვარსკვლავის, კაილა ჰარისონის, ბარიერიც დაძლია. საინტერესოა, რომ ლარისა პაჩეკომ PFL-ში ორივე მარცხი სწორედ კაილას წინააღმდეგ განიცადა. ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორი გამანადგურებელია კაილა. ის ფაქტი, რომ 2-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჯუდოკამ იგი ვერცერთხელ ვერ დააფინიშა, ძალიან ბევრის მთქმელია. მიუხედავად იმისა, რომ საიბორგსა და პაჩეკოს შორის გამოცდილების თვალსაზრისით დიდი სხვაობაა, ვფიქრობ, კარგ ფორმაში მყოფი ლარისა მოახერხებს და ლეგენდას ქულებით ან ბრძოლის მიწაზე გადაყვანითა და საქმის იქ დამთავრებით დაამარცხებს.
ჯონი ებლენი VS. ფაბიან ედვარდსი
ფაბიან ედვარდსს ხალხი ნაკლებად იცნობს, ის UFC-ის ქვესაშუალო წონის ყოფილი ჩემპიონის, ლეონ ედვარდსის, ძმაა და მის მსგავსად, უმაღლესი დონის მებრძოლია. მან Bellator-ში სატიტულო ორთაბრძოლაც ჩაატარა - სწორედ ჯონი ებლენის წინააღმდეგ, თუმცა მარცხი განიცადა. იმისთვის, რომ სატიტული ორთაბრძოლა მიეღო მან ლეგენდარული ლიოტო მაჩიდა და გეგარდ მუსასი დაამარცხა.

ებლენისა და ედვარდსისი პირველი ბრძოლის საწყისი ორი რაუნდი საკმაოდ თანაბარი იყო. მეტიც, ჩემი აზრით, დგომში ფაბიანი ბევრად კარგად გამოიყურებოდა, ვიდრე ებლენი, თუმცა, მესამე რაუნდის გახსნათან ერთად, ებლენმა მოახერხა და ბრძოლა ნოკაუტით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ლაივ რეჟიმში „დიდი ჯონი" არ მეთანხმებოდა და ორივე რაუნდში გამარჯვება ებლენს მიანიჭა. მაინც, ვფიქრობ, რომ საკმაოდ ახლო და დაძაბული ბრძოლა იქნება და თუ ებლენს კვლავ მოგება სურს, "სტრაიკინგისა" და ჭიდაობის უფრო მეტად არევა მოუწევს. "სტრაიკინგში" ფაბიანი საკმაოდ ძლიერი და სახიფათოა. შესაბამისად, ებლენს წარმატების მიღწევა მხოლოდ დგომის ხარჯზე ძალიან გაუჭირდება.
ჰუსეინ კადიმაგომაევი VS. ზაფარ მოჰსენი
ვფიქრობ, ამ ქარდზე ეს ერთ-ერთი ყველაზე არათანაბარი მატჩია. ამ ბრძოლაში ჰუსეინი ძალიან დიდი ფავორიტი უნდა იყოს. ამაში ბუკმეიკერებიც მეთანხმებიან. მიუხედავად იმისა, რომ ზაფარი სავარჯიშო ტომარა არ არის, ჰუსეინი მისთვის ზედმეტად მაღალი დონის მეტოქეა და, ვფიქრობ, მას ზედმეტი კითხვის ნიშნების გარეშე დაამარცხებს.
ეი ჯეი მაკკი VS. პოლ ჰიუსი
მგონია, რომ მაკკი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო Featherweight-ია და ვფიქრობ, რომ UFC-ის TOP 15-შიც არაერთ მებრძოლს უპრობლემოდ დაამარცხებდა. თუმცა, პოლ ჰიუსის სახით ახლა მას, ნამდვილად, ღირსეული მეტოქე ჰყავს. პოლი Bellator-ის ახალწვეულია, რომელიც ორგანიზაციას Cage Warrior-ის ჩემპიონის რანგში შეუერთდა. ჩემი აზრით, ეი ჯეი მაკკი ფენომენია და პოლ ჰიუსს დამაჯერებლად დაამარცხებს.

რაფეონ სტოტსი VS მარკოს ბრენო
რაფეონ სტოტსი ქართველი გულშემატკივარისთვის ნაცნობი მებრძოლი უნდა იყოს. 2017 წელს ის დაუმარცხებელი იყო, იმედისმომცემ პროსპექტად მიიჩნეოდა და ძალიან მალე UFC-ში გადასვლასაც უწინასწარმეტყველებდნენ. Ring of Combat 59-ზე მისი ბრძოლის სანახავად დანა უაითიც მივიდა, თუმცა სტოტს არ გაუმართლა - მისი მეტოქე მერაბ დვალიშვილი იყო. ანდერდოგმა მერაბმა სტოტსი 15 წამში უეფექტურესი დარტყმით დაამარცხა. იმ დღეს „მანქანამ" სტოტს შანსი წაართვა და დღეს მერაბი UFC-ის ჩემპიონია, თუმცა, რაფეონმა კარიერის განვითარება მაინც მოახერხა, მას შემდეგ Bellator-ის ჩემპიონიც გახდა და, ზოგადად, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო Bantamweight-ია.

მერაბთან განცდილი მარცხის შემდეგ სტოტსმა 11 ბრძოლა მოიგო - მათ შორის იყო გამარჯვება მახაჭკალელ მოჭიდავე მაგომედ მაგომედოვთან, რომელიც იმ ბრძოლაში ცალსახა ფავორიტად მიიჩნეოდა. PFL Super Fights-ზე სტოტსის მეტოქე არც თუ ისე გამოცდილი ბრაზილიელი მარკოს ბრენოა. მიუხედავად იმისა, რომ ბრენო საკმაოდ კარგი მებრძოლია, ვფიქრობ, რომ სტოტსი მისთვის მეტისმეტად ძლიერია. ბრაზილიელის რეკორდი Bellator-ში 1-1-ზეა, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ სტოტსი მას უპრობლემოდ გაივლის.
ავტორი: საბა სოზაშვილი
ავტორი: საბა სოზაშვილი