საუდის არაბეთში WTT Youth Contender Dammam 2025-ის ტურნირი მიმდინარეობს. 19-წლამდელებს შორის შერეულ წყვილებში პირველ ნომრად განთესილმა წყვილმა, ნიკოლოზ ჩხარტიშვილმა და ანასტასია ჩხარტიშვილმა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველებმა ნახევარფინალი ყაზახ მეტოგეებთან წააგეს. რეიტინგიდან გამომდინარე ისინი ასპარეზობაში ჩაერთნენ პირდაპირ მეოთხედფინალიდან, რომელშიც იორდანიელი და ახალ ზელანდიელი წყვილები დაამარცხეს.














