სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის, შონ ო'მალის მწვრთნელმა, ტიმ ველჩმა Mighty-ის პოდკასტში განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილმა სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა.
"ვფიქრობ, მერაბმა საჩემპიონო ბრძოლა დაიმსახურა, მან UFC-ში ბოლო 10 ბრძოლა მოიგო, რაც საოცარი შედეგია. თუ ჩვენ მას ოქტაგონზე გავთიშავთ და დავამარცხებთ, ეს ძალიან კარგი შეგრძნება იქნება" - განაცხადა ტიმ ველჩმა.
შეგახსენებთ, რომ შონ ო'მალიმ მარლონ ვერას დამარცხების და ქამრის დაცვის შემდეგ, ზედა დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია გამოიწვია, რასაც არენაზე შეკრებილი გულშემატკივრების უკმაყოფილება მოჰყვა. მოგვიანებით, მან განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილთან საბრძოლველადაც მზად არის.
ო'მალის მწვრთნელი: "მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ბრძოლა დაიმსახურა"

















