დრიკუს დუ პლესის დამარცხებისა და საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მოპოვების შემდეგ, ხამზატ ჩიმაევმა ხმაურიანი განცხადება გააკეთა. ჩეჩენი ჩემპიონის თქმით, ის ამჟამად UFC-ში საუკეთესო მებრძოლია და P4P რეიტინგში პირველ პოზიციაზე ყოფნას იმსახურებს.
"არ მადარდებს ის, თუ ვინ ადგენს Pound For Pound რეიტინგს, თუმცა რა თქმა უნდა, ჩემპიონობის შემდეგ, პირველ ადგილზე მე უნდა ვიყო."
შეგახსენებთ იმასაც, რომ Pound For Pound რეიტინგის ამჟამინდელი პირველი ნომერი არის ილია თოფურია, რომელიც აღნიშნულ ადგილზე ჩარლზ ოლივეირას დანოკაუტებისა და 70 კილოგრამ დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დაუფლების შემდეგ აღზევდა.















