განახლდა UFC-ის P4P რეიტინგი, რომელშიც ვხედავთ მერაბ დვალიშვილის მიერ დაფიქსირებულ ისტორიულ შედეგს. ის გახდა პირველი ქართველი მებრძოლი, რომელიც ამ რეიტინგში მე-2 პოზიციამდე აღზევდა. "მანქანამ" გადაასწრო ჯონ ჯონსსა და ილია თოფურიას, რომლებიც ისლამ მახაჩევთან ერთად, P4P-ის საუკეთესო 3-ეულს შეადგენდნენ.
34 წლის ჩემპიონი აქამდე იყო მეოთხე ადგილზე, თუმცა როგორც ახლა ვხედავთ, შონ ო'მალისთან მეორე გამარჯვებამ მისი სტატუსი კიდევ უფრო აამაღლა. საინტერესოა, რომ დვალიშვილთან წაგების შემდეგ, P4P-ის ტოპ 15-დან თავად ამერიკელი ექს-ჩემპიონი ამოვარდა.
| 1. ისლამ მახაჩევი |
| 2. მერაბ დვალიშვილი |
| 3. ჯონ ჯონსი |
| 4. ილია თოფურია |
| 5. დრიკუს დუ პლესი |
| 6. მაგომედ ანკალაევი |
| 7. ალექსანდრ ვოლკანოვსკი |
| 8. ჯეკ დელა მადალენა |
| 9. ალექს პერეირა |
| 10. ალეშანდრე პანტოჟა |
| 11. ტომ ასპინალი |
| 12. მაქს ჰოლოუეი |
| 13. ბელალ მუჰამადი |
| 14. ჩარლზ ოლივეირა |
| 15. არმან ცარუკიანი |















