ლოს ანჯელესში, UFC 311-ზე მერაბ დვალიშვილს საჩემპიონო ქამრის დაცვა ჰქონდა უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ და მოქმედმა ჩემპიონმა ამოცანას წარმატებით გაართვა თავი. ქართველმა მებრძოლმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო დაღესტნელ მეტოქეს.
შეგახსენებთ, რომ "მანქანამ" საჩემპიონო ქამარი მოიპოვა შონ ო'მალისთან ბრძოლაში, დღეს კი თავისი ჩემპიონობა განამტკიცა. აქვე დავამატებთ, რომ დვალიშვილმა მოხსნა ჟორჟ სენ-პიერის რეკორდიც, UFC-ში თეიქდაუნების რაოდენობის მხრივ.