UFC 320-ზე მერაბ დვალიშვილმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა კორი სენდჰეგენი, რითაც სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაიცვა. ეს იყო რიგით მე-3 ქამრის დაცვა ქართველი ჩემპიონის კარიერაში, თანაც მან ეს ყველაფერი ერთ კალენდარულ წელიწადში შეძლო.
შეგახსენებთ, რომ "ქვიშის კაცამდე", "მანქანის" მოწინააღმდეგეები საჩემპიონო ბრძოლებში შონ ო'მალი და უმარ ნურმაგომედოვი იყვნენ. რაც შეეხება სენდჰეგენთან ჩხუბს, 34 წლის ჩემპიონმა თავის ტაქტიკას არ უღალატა და ჩვეულ სტილში წაიყვანა ბრძოლა. ის დომინირებდა მთელი ჩხუბის მანძილზე, როგორც ეს სხვა ბრძოლებში იყო.















