"ლაჩარი ყოველთვის იპოვის მიზეზს, რათა უკან დახევა გაამართლოს - ქართული ანდაზა", - წერს ჩრდილოეთ კავკასიელი მებრძოლი. 33 წლის ჩემპიონის პასუხმა არ დააყოვნა: "აი, ეს არის მიზეზი, რის გამოც უმარსა და ალის პატივს არ ვცემ. ისინი თამაშობენ ბინძურ თამაშს, სისულელეებს წერენ და ჩემი ხალხის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავენ.
იგივე ენერგია გქონდეს, როდესაც პირადად შეგხვდები. ვნახოთ, რა იქნება", - ასეთი პასუხი გასცა დვალიშვილმა 28 წლის მებრძოლს. შეგახსენებთ, იმასაც, რომ ქართველი ჩემპიონი იანთან მეორედ საბრძოლველად თანახმა არის. ბრძოლის სავარაუდო თარიღად 2025 წლის 8 მარტი სახელდება.

















