ეს შედეგები მხოლოდ ამერიკას, რუსეთსა და ბრაზილიას ჰქონდა დაფიქსირებული - დიდი პოპულაციის მქონე ქვეყნებს, რომელთაც ამავდროულად MMA-ის ყველაზე ხანგრძლივი ტრადიცია აქვთ. 2024 კარგი იყო, მაგრამ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ. რას ან ვის უნდა ველოდოთ 2025-ში?
ალექსანდრე თოფურია
ილია თოფურიას ძმას - ალექსანდრე თოფურიას UFC-ში დებიუტი 9 თებერვალს კოდი ჰადონის წინააღმდეგ ექნება. კოდის პროფესიონალური რეკორდი 8 გამარჯვებას და მხოლოდ 1 მარცხს მოიცავს. მას UFC-ში გამარჯვება უკვე აქვს მოპოვებული = 2024-ის ოქტომბერში დენ არგუეტასთან (9-2-0) სადებიუტო ბრძოლაში, მსაჯთა გადაწყვეტილებით. პროფესიონალურ კარიერამდე კოდიმ სამოყვარულო MMA-შიც სცადა ბედი და ხუთი ბრძოლიდან ხუთივე მოიგო. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ბრძოლა დენის სახლში - ავსტრალიაში გაიმართება. შესაბამისად, ალექსს ნამდვილად რთული გამოცდა ელის.

ილიას ჩემპიონობა ალექსანდრეს დიდი დამსახურებაა. რაუნდებს შორის შესვენებებსა და ბრძოლის განმავლობაში გაცემული რჩევებითაც აშკარაა, რომ ამ ბიჭს საბრძოლო IQ ძალიან მაღალი აქვს. მას ესმის კრივიც, ჭიდაობაც და გრეპლინგიც. მისი სპარინგ პარტნიორები კი მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია არიან - ორი ჩემპიონი. ალექსანდრეს წონაში - Bantamweight-სა და Lightweight-ში ამაზე კარგ სპარინგ პარტნიორებს ვერავინ იპოვის.
გაამართლებს ალექსანდრე მასზე გაცემულ ავანსებს? - მასთან დაკავშირებით UFC-ის დიდი გეგმები აქვს. ძმები თოფურიები ძალიან პოპულარულები არიან. მათ უამრავი გულშემატკივარი ჰყავთ. საქართველოდან ლათინური ამერიკიდან და ესპანეთიდან მათი ბრძოლებით იმდენი ადამიანი ინტერესდება, რომ ეს ბაზარი UFC-ის მატერიალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას დამოუკიდებლადაც ახერხებს.

თუ ალექსანდრე თოფურიას კარიერა წარამტებულად განვითარდება - ძმები თოფურიების ერთ ქარდზე ხილვას UFC აუცილებლად მოინდომებს. ეს ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი იქნება, მით უფრო ესპანეთში. თუ დანა უაითი ივენთს ოდესმე ესპანეთშიც ჩაიტანს - იქ ორივე ძმა აუცილებლად უნდა იყოს.
რამდენად აქვს ალექსანდრეს შესაბამისი უნარები და გამოცდილება იმისთვის, რომ მისი ძმის ნაკვალევზე იაროს? - ამ თემაზე ანალიტიკურ სტატიას LaGazzetta.ge-ზე ძალიან მალე იხილავთ.
ამირან გოგოლაძე
ვისაც „სნაიპერის" ორთაბრძოლები ნანახი აქვს დამერწმუნება, რომ ის ტოპ მებრძოლია. ამირანი ამერიკაშია, უკვე მერაბის კემპშია და არის ჭორები, რომ UFC-ში მის დებიუტს თებერვალში უნდა ველოდოთ.

სხვა ქართველებისგან განსხვავებით ამირანში ის მომწონს, რომ ის უკვე ძალიან გამოცდილია და, ჩემი აზრით, უმაღლესი კლასის მებრძოლებთან დასაპირისპირებლად მზად არის. OKTAGON-ში ის UFC-ის ვეტერანებს უკვე შეხვედრია და დაუმარცხებია კიდეც. ვნახოთ რა იქნება წელს. გეგმებსა და გამოცდილებაზე ამირან გოგოლაძემ ჩვენთან ბევრი ისაუბრა. პოდკასტი კი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ბიძინა გავაშელიშვილი
ამირანის მსგავსად LaGazzetta Georgia-ს სტუდიას ბიძინა გავაშელიშვილიც ესტუმრა. ცხადია, მის სამომავლო გეგმებზე ბევრი ვისაუბრეთ. 2025-ის პირველ ნახევარში ბიძინა გვპირდება, რომ BRAVE CF-ის ქამრისთვის ბრძოლას გამართავს და ასევე აღნიშნა, რომ ამ წელს მომზადების პროცესს სხვაგვარად წარმართავს, რადგან ამჯერად მას მეტი მხარდაჭერი ჰყავს.
ბიძინა გავაშელიშვილი
ამირანის მსგავსად LaGazzetta Georgia-ს სტუდიას ბიძინა გავაშელიშვილიც ესტუმრა. ცხადია, მის სამომავლო გეგმებზე ბევრი ვისაუბრეთ. 2025-ის პირველ ნახევარში ბიძინა გვპირდება, რომ BRAVE CF-ის ქამრისთვის ბრძოლას გამართავს და ასევე აღნიშნა, რომ ამ წელს მომზადების პროცესს სხვაგვარად წარმართავს, რადგან ამჯერად მას მეტი მხარდაჭერი ჰყავს.

ბიძინას გვერდში SMH Sports დგას. ახლა მას ბრძოლებზე სრულად კონცენტრირება შეუძლია. ყოფითი პრობლემების გამო გავაშელიშვილი ვარჯიშებში 100%-ით დახარჯვას აქამდე ახერხებდა. ახლა კი დარწმუნებული ვარ, რომ 2025-ში მის უმაგრესს ვერსიას ვიხილავთ, რომელსაც უმაგრესი მებრძოლების მიწასთან გასწორება შეუძლია. იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს BRAVE CF-ის ქამრით ხელში ბიძინა გავაშელიშვილი UFC-ში შეაბიჯებს.
ოთარ თანზილოვი
ოთარ თანზილოვმა უკვე მოახერხა და თავი როგორც ქართველ გულშემატკივარს, ისე UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითსაც დაამახსოვრა. Dana White's Contender Series-ზე მან ძალიან მაგრად იბრძოლა - დანას აზრით მოიგო კიდეც. ახლა მას ამერიკაში აქვს ბრძოლა ჩანიშნული 7 თებერვალს და უკვე იქ იმყოფება. მიუხედავად, იმისა, რომ ყველაფერი მზად იყო მის დასაბრუნებლად, მეტოქე ბრძოლას ჩაეხსნა.
ოთარ თანზილოვმა უკვე მოახერხა და თავი როგორც ქართველ გულშემატკივარს, ისე UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითსაც დაამახსოვრა. Dana White's Contender Series-ზე მან ძალიან მაგრად იბრძოლა - დანას აზრით მოიგო კიდეც. ახლა მას ამერიკაში აქვს ბრძოლა ჩანიშნული 7 თებერვალს და უკვე იქ იმყოფება. მიუხედავად, იმისა, რომ ყველაფერი მზად იყო მის დასაბრუნებლად, მეტოქე ბრძოლას ჩაეხსნა.

ახლა ორგანიზაცია შემცვლელს ეძებს, თუმცა თებერვლამდე კიდევ საკმაოდ დროა და დარწმუნებული ვარ მეტოქეს მოუძებნიან. მისი მენეჯერი შესაძლოა ალი აბდელაზიზი - გიგა ჭიკაძისა და ხაბიბ ნურმაგამედოვის წარმომადგენელი გახდეს, რაც გარანტი იქნება იმისა, რომ მას UFC-ში ვიხილავთ.
ლაშა აბრამიშვილი
ლაშა საქართველოში არ ვარჯიშობს, თუმცა, საზღვრებს გარეთ სამშობლოს სახელი ყოველთვის სიამაყით გააქვს. 2024-ში მან 4-დან 4 გამარჯვება მოიპოვა და დიდი ორგანიზაციების კართან ძალიან ახლოს არის. BRAVE CF-ში მოპოვებული გამარჯვების შემდგომ აბრამიშვილი CAGE MMA-ში დაბრუნდა და იქაც მოიგო. ახლა ლაშა მოლოდინის რეჟიმშია - მისი სტილიდან და რეკორდიდან გამომდინარე (9-2-1), ვფიქრობ, 2025-ში ის UFC-ში მოხვედრის ერთ-ერთი კანდიდატი იქნება.

ლევან კირთაძე
2024 წელი ლევან კირთაძემ მოგებით დაასრულა, მანამდე შვედეთში - UFC Fight Pass-ის ერთ-ერთ ორგანიზაციაში ბრძოლა წაართვეს. მარცხის მიუხედავად, ორგანიზაცია მას აფასებს და ბაისანგურ მაკაევთან სატიტულო ორთაბრძოლას სთავაზობს. დაღესტნელი მებრძოლი შვედეთში ემზადება და გურამ ქუთათელაძის მეგობარია. ბოლო პერიოდია ბაისანგური გურამთან და ილია თოფურიასთან ერთად ვარჯიშობს. ტიტულისთვის ბრძოლაში მაკაევმა კირთაძე სახალხოდ გამოიწვია, რა თქმა უნდა, ლევანი ამ გამოწვევას მყისიერად დათანხმდა. აღსანიშნავია, რომ დაღესტნელი Climent Club-ში ილია თოფურიას კემპსაც ეწვია - მის უკანასკნელი ბრძოლისთვის მოსამზადებლად.

საინტერესოა რა იქნება. მოამზადებენ ქართველები ბაისაუნგურს ლევანთან სატიტულო ორთაბრძოლის წინ? - მე ორივე მებრძოლს კარგად ვიცნობ და მიუხედავად იმისა, რომ ბაისანგური უძლიერესი მებრძოლია, დარწმუნებული ვარ, რომ ლევანი ამ ბრძოლაში დიდი ფავორიტი იქნება.
ლევან ჩოხელი
ლევან ჩოხელს Bellator-თან მოქმედი კონტრაქტი აღარ აკავშირებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას აღარ აპირებს. MMA-ის სამყაროში ლევანს უკვე იცნობენ - როგორც ძლიერ და გამოცდილ სტრაიკერს. იგი მერაბის კემპშია და, ვფიქრობ, რომ მალე UFC-ის კარსაც შეაღებს. ჩოხელი ძალიან ნიჭიერი ბიჭია და ამირან გოგოლაძესთან ერთად (ისინი ერთად ვარჯიშობენ) UFC-ის Welterweight-ში ნამდვილ აურზაურს მოაწყობს.
ლევან ჩოხელს Bellator-თან მოქმედი კონტრაქტი აღარ აკავშირებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას აღარ აპირებს. MMA-ის სამყაროში ლევანს უკვე იცნობენ - როგორც ძლიერ და გამოცდილ სტრაიკერს. იგი მერაბის კემპშია და, ვფიქრობ, რომ მალე UFC-ის კარსაც შეაღებს. ჩოხელი ძალიან ნიჭიერი ბიჭია და ამირან გოგოლაძესთან ერთად (ისინი ერთად ვარჯიშობენ) UFC-ის Welterweight-ში ნამდვილ აურზაურს მოაწყობს.

ბენო ადამია
გულახდილად ვიტყვი, რომ წელს ბენოსგან UFC-ში გადასვლის მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ ძალიან ველოდები მის სატიტულო ორთაბრძოლას OKTAGON-ში. ერთ-ერთ ყველაზე წარამტებულ ევროპულ ორგანიზაციაში ნებისმიერი წარმატება, პირველ რიგში კი ქამრის მოპოვება, სამომავლოდ UFC-ში გადასვლის საწინდარია. ჩემპიონის სტატუსი ქართველი მებრძოლების მიმართ გაზრდილ ინტერესთან თანხვედრაში ელიტარული ორგანიზაციებისთვის ბენოსთან კონტრაქტის გაფორმების წინაპირობა იქნება.

იქამდე კი ბენოს მეტოქე ბრიტანელი მებრძოლი სემ ქრისი იქნება, რომელიც ძალიან გამოცდილი და სახიფათო მებრძოლია. ჩემთვის ბენო მაგალითია იმისა, რომ არ უნდა დანებდე და რეკორდი უბრალოდ რიცხვებია - შესაბამისად, მას განსხვავებულად ვგულშემატკივრობ. დიდი იმედი მაქვს, რომ 22 თებერვალს იგი ინგლისელ ჩემპიონს ქამარს ჩამოართმევს და საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთ საჩემპიონო ტიტულს მოუტანს.















