მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ The Grefg-თან საუბარში თავისი ნოკაუტების საიდუმლოზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა მებრძოლმა საჩემპიონო ჩხუბებში გათიშა ალექს ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოუეი და ჩარლზ ოლივეირა.
"რა არის ჩემი ნოკაუტების საიდუმლო? სინამდვილეში, ბრძოლის დროს არა მოწინააღმდეგეს, არამედ დროს ვეჩხუბები. ამას უკვე პირველი რაუნდის ნახევარში ხვდები. თუ რაუნდნახევარში ენერგიას, მოძრაობასა და ძალისხმევას გადაანაწილებ სწორად, მეტოქეს მარტივად მოუგებ.
ამ ყველაფრის შემდეგ, მოწინააღმდეგე იქნება შენს ხელში, შეგიძლია რაც გინდა, ის გაუკეთო. მთავარია, თავიდანვე გიჟივით არ მივარდე და არ ურტყა. სწორედ ეს არის ნოკაუტით მოგების საიდუმლო."















