ცნობილი გახდა, თუ რა თანხა გამოიმუშავა ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირას დამარცხებით UFC 317-ზე. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე დიდი ჰონორარი, $3.5 მილიონი დოლარის სახით სწორედ ქართველმა ჩემპიონმა აიღო. თანხა გადანაწილებულია შემდეგნაირად: საბაზისო ჰონორარი - $750 000, ბონუსი - $50 000, PPV-დან აღებული შემოსავალი - დაახლოებით $2.7 მილიონი.
მილიონ დოლარზე მეტი აიღო "ელ მატადორის" ბრაზილიელმა მოწინააღმდეგემ (1.3 მილიონი) და ასევე ალეშანდრე პანტოჟამ (1.7 მილიონი), რომელმაც უმსუბუქესი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაიცვა. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ 317-ე ივენთის ყველა მებრძოლის გამომუშავებული ჰონორარი.















