ლას-ვეგასში გამართულ UFC Fight Night-ზე რომან დოლიძე საბმიშენით ენტონი ერნანდესთან დამარცხდა. წარუმატებლობის მიუხედავად, ქართველი მებრძოლი ხელცარიელი არ დარჩენილა. დიახ, მას არ აუღია ბონუსი, მაგრამ მან მიიღო ის ჰონორარი, რომელიც შედეგის მიუხედავად, თავიდანვე გაწერილი იყო.
Sportskeeda-ს თანახმად, "კავკასიელმა" ჰონორარის სახით 300 ათასამდე დოლარი აიღო. ჯერჯერობით უცნობია, მისი კარიერის განვითარების სავარაუდო ვარიანტებიც კი. ამერიკელ მეტოქესთან წაგებით, 37 წლის მებრძოლი საჩემპიონო ივენთში მონაწილეობის მიღების შანსს რამდენიმე ნაბიჯით ჩამოშორდა.
თვითონ "ფლაფი" კი ამ გამარჯვებით მართლაც ერთ ნაბიჯშია საჩემპიონო ბრძოლასთან, დოლიძეს კი კიდევ რამდენჯერმე მოუწევს თავის გამოჩენა. ცხადია, ამ წაგებით დასრულებული არაფერია, ქართველ მებრძოლს მომავალშიც მიეცემა საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირების საშუალება.















