ჯონ ვუდმა მერაბ დვალიშვილის ტრავმაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ქართველ ჩემპიონს თითი აქვს მოტეხილი. ამერიკელი მწვრთნელის თქმით, მისი დაზიანება სერიოზული არ არის.
"დვალიშვილი არასდროს გამოაქვეყნებდა ისეთ რაღაცას, რაც ბრძოლიდან მის ჩახსნას გამოიწვევდა. ასე რომ, მეგობრებო, თუ ის რამეს აქვეყნებს, ე.ი. ისეთი სერიოზულიც არ ყოფილა და ხელს ძალიან არ შეუშლის. დარწმუნებული ვარ, ფეხის თითი მართლაც მოიტეხა, მაგრამ ბანაკში ყველა მებრძოლს რაღაც ტრავმა აქვს.
არის ტრავმების გარკვეული დონე, რითაც ბრძოლაში მისვლა უბრალოდ მოგიწევს. ეს ასე იქნება და ყოველთვის იყო. უბრალოდ მერაბი ამაზე უფრო მეტ პოსტს აქვეყნებს, ვიდრე დანარჩენები, მაგრამ ყველაფერი კარგადაა. ეს არაფერია იმასთან შედარებით, რითაც სხვა ჩხუბებში მივსულვართ.
კი გაგიგიათ, უმართან ბრძოლაში რამდენი რამ აწუხებდა და ამაზე ბევრი გვისაუბრია, თუმცა არსებობს უამრავი რამ, რაზეც ქართველი ჩემპიონი არ საუბრობს. აქამდე ძალიან სერიოზულ ჩხუბებში ძალიან სერიოზული ტრავმები ჰქონდა: მოტეხილი ნეკნები, ზურგი და სრულიადაც გიჟური რაღაცები, მაგრამ ესაა MMA-ს რეალობა.
"















