20 წლის მარკ კუკალონმა, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ფეხბურთის თამაში ვეღარ შეძლო და კარიერა ოფიციალურად დაასრულა. მან ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და სრულფასოვანი დაბრუნება ვერ მოახერხა.
კუკალონი მადრიდის რეალის აკადემიის ფეხბურთელი და რაულის პროექტის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. მან ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ტიტულებიც მოიგო.
"კარიერის დასრულება ჩემთვის ძალიან რთული იყო, რადგან ფეხბურთი ჩემი ცხოვრების ნაწილია, თუმცა სხვა გზა არ არის. როდესაც კარი იხურება, ფანჯარა იხსნება და ყოველთვის ნათელ მხარეს ვიყურები, ამიტომ მზად ვარ ახალი გამოწვევისთვის"
ამიერიდან, კუკალონი ქართველი UFC-ის მებრძოლის, ილია თოფურიას ორგანიზაციაში იმუშავებს, Unlimited Sports Management თოფურიას ორგანიზაციაა, რომელიც მებრძოლების და სხვა სპორტის სახეობაში მოღვაწე პირების განვითარებასა და სკაუტინგს ემსახურება. ამ საქმეში კი კუკალონიც ჩაერთვება და თოფურიას ორგზანიზაციის წარმომადგენელი იქნება.
ორგანიზაციის მთავარი ლოზუნგი და მიზანი შემდეგია - თოფურიას ხელმძღვანელობით, სწორად წარმართონ სპორტსმენების კარიერა როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.















