ლონდონში მიმდინარე UFC Fight Night-ზე რომან დოლიძე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით კრისტიან ლეროი დანკანთან დამარცხდა. რაც შეეხება ჩხუბის მიმდინარეობას, საკმაოდ თანაბარი პირველი რაუნდის შემდეგ, მე-2 რაუნდში უპირატესობა ხელში ინგლისელმა მებრძოლმა ჩაიგდო.
თითქმის თანაბარ ვითარებაში წარიმართა მესამე რაუნდიც, სადაც ქართველი მებრძოლი რამდენჯერმე ახლოს იყო საბმიშენთან, თუმცა ფინიში არ შედგა. ეს იყო "კავკასიელის" ზედიზედ მე-2 წაგება მსოფლიოს მთავარ პრომოუშენში, ენტონი ერნანდესთან მარცხის შემდეგ.















