ქართველი ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი - ილია თოფურია უკანასკნელად PBD Podcast-ს ეწვია, სადაც მან, საბრძოლო კარიერის გარდა, ბევრ მნიშნველოვან თემაზე ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა სპორტთან ასოცირებული არაა, პოდკასტის წამყვანმა - პატრიკ ბეთ-დეივიდმა, ილიას რამდენიმე შეკითხვა რუსეთის შესახებ დაუსვა, რაზეც "ლეგენდისგან" შესაბამისი პასუხი მიიღო.
"რუსებს არავინ აინტერესებთ, ისინი საშიშები არიან. მე 2008 წლამდე საქართველოში ვცხოვრობდი და დავინახე, თუ რას უშვებოდნენ ისინი ჩემს ხალხს. რუსების ნდობა არ შეიძლება, რადგან არ იცი, თუ რას მოიმოქმედებენ. ვიმეორებ, რომ ჩვეულებრივ ხალხზე არ ვსაუბრობ, ვგულისხმობ პოლიტიკოსებსა და ადამიანებს, რომლებიც ქვეყანას მართავენ.
იმ ისტორიიდან გამომდინარე, რომელიც ჩემს ოჯახს რუსეთთან აკავშირებს, ყოველთვის პუტინის წინააღმდეგი ვიქნები. რუსეთი დამპყრობელია."
- განაცხადა თოფურიამ პოდკასტში















