პოდკასტის პირველი ნაწილი დაეთმო მერაბისა და ო’მალის დაპირისპირებასა და მათ სტრატეგიებს ბრძოლამდე თუ ბრძოლის განმავლობაში. მათ ასევე, განიხილეს ის, თუ რა უნდა იყოს შემდეგი მერაბისთვის და მისი პოტენციური მეტოქეებიც შეაფასეს. მეორე ნაწილში განხილულია, როგორც გრასოსა და შევჩნეკოს ტრილოგია, ასევე დიეგო ლოპესის გამარჯვება ორტეგას წინააღმდეგ. ლოპესმა, ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია გამოიწვია, შესაბამისად, ილიას მომავალზეც ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა.
პოდკასტში ასევე ნახავთ მათ მოსაზრებებს რაულ თუთარაულის სატიტულო ორთაბრძოლასთან დაკავშირებით, სხვა ქართველი წარმატებული მებრძოლების კარიერული განვითარების განხილვასა და არაერთ საინტერესო ამბავს UFC-ისა და ქართული MMA-ის ირგვლივ.















