შეგახსენებთ იმასაც, რომ ეს იყო სოზაშვილის პირველი ბრძოლა 2025 წელს. თავისი უკანასკნელი ჩხუბი მას ჩატარებული ჰქონდა 2024 წლის ნოემბერში, ჯაბა მურთაზალიევის წინააღმდეგ, რომელთან საბმიშენით წააგო.
საბა სოზაშვილმა ირანელი მეტოქე დაამარცხა

Max Fight League 10-ის ფარგლებში საბა სოზაშვილმა ამირ იარანი მტკივნეული ილეთით დაამარცხა. ირანელ მოწინააღმდეგესთან გამარჯვებით, ქართველმა მებრძოლმა კარიერაში მე-3 მოგება მოიპოვა. 24 წლის მებრძოლს აქამდე დაუმარცხებია კახა შეწირული (საბმიშენი) და ვალერი საფოევი (მსაჯთა გადაწყვეტილება).















