ქართველები UFC-ში - ორი ჩემპიონი და TOP კონტენდერები
ილია თოფურიამ დაიწყო და მერაბ დვალიშვილმა გააგრძელა. თუნდაც 2-3 წლის წინ ვინ წარმოიდგენდა, რომ UFC-ის ელიტარული დივიზიონის, Featherweight-ის, ჩემპიონების - ჟოზე ალდოს, კონორ მაკგრეგორის, მაქს ჰოლუეისა და ალექსანდერ ვოლკანოვსკის გვერდით ქართული გვარიც დაიწერებოდა. ალბათ, ვერავინ, თუმცა დღეს ილიას შანსი აქვს, რომ ყველა დროის საუკეთესო featherweight მებრძოლი გახდეს. ასე რომ, რეალურად ილიას წონის ცვლილებასთნ დაკავშირებით არის ეს კითხვაც - რა დევს სასწორზე? - რეალურად თოფურია UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ათლეტის სტატუსითვის იბრძვის, რადგან მან პრაიმში მყოფი P4P რეიტინგის ლიდერი ალექს ვოლკანოვსკი უშანსოდ დაამარცხა, შემდგომ კი მაქს ჰოლოუეი, ყოფილი ჩემპიონი და მოქმედი BMF ჩემპიონი, რომელმაც ამ ქამრისთვის Lightweight-ის ყოფილი დროებითი ჩემპიონი, ჯასტინ გაეიჯი, ეპიკურ სტილში დაამარცხა. „მატადორმა" არასდროს დანოკდაუნებული, რკინის ყბის მქონე მაქს ჰოლოუეიც გათიშა. თუ ილია ევლოევს დაამარცხებს და მის 0-ს წაართმევს, ასევე ჩემთვის ყველაზე ძლიერ კონტენდერ დიეგო ლოპესსაც მოუგებს, მაშინ ვფიქრობ, რომ ამ სამი სატიტულო დაცვით იგი უდავოდ უნდა გახდეს წონითი კატეგორიის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი. თან საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ილიასთან, რომელიმე მებრძოლს შანსი აქვს. ჩემი აზრით, ილიასთვის ყველაზე სახიფათო მაინც კელვინ კატარის ან იაირ როდრიგესის მსგავსი მებრძოლები არიან, რომლებსაც წაგებები აქვთ, თუმცა ისეთი იარაღები აქვთ, რაც Lucky Shot-ის ალბათობას ზრდის, თუმცა, ვერცერთ ამ მებრძოლს მე სატიტულო სურათში ვერ ვხედავ.

მერაბ დვალიშვილმა კი შონ ო’მალი დაამარცხა და მოიპოვა ქამარი, რომელსაც უკვე ძალიან დიდი ხანია იმსახურებდა. მისი ქამრის პირველივე დაცვა 2025 წლის იანვარში უმარ ნურმაგამედოვის წინააღმდეგ შედგება, რომელსაც დიდი წარდგენა არ სჭირდება, რადგან ხაბიბმა უკვე წარგვიდგინა იგი, თორემ ბრძლების მხრივ ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ უმარმა სატიტულო ჩხუბი დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ არ დაუმსახურებია, იგი ძალიან სახიფათოა და ადრე თუ გვიან ნამდვილად ამოვიდოდა ამ დონემდე, ასე რომ, ვფიქრობ, სწორედ ახლაა იდეალური დრო მერაბისა და უმარის ჯახისთვის, რადგან მერაბი ახლა ფორმის პიკშია და უმარს კი ის გამოცდილება აკლია, რაც მერაბმა ყოფილ ჩემპიონების, ჟოზე ალდოს, პიოტრ იანის, ჰენრი სეჰუდოსა და შონ ო’მალის დამარცხების დროს მიიღო.

ამ წლის განმალობაში ძალიან აქტიური იყო რომან დოლიძეც. ისტორიული მიღწევები მასაც ჰქონდა. ის გახდა პირველი ქართველი მებრძოლი, რომელმაც ერთდროულად ორი წონითი კატეგორიის TOP 15-ში შეაღწია. რომანმა წელი მარცხით გახსნა. მან მარცხი ნასურდინ იმავოვთან 5-რაუნდიან ორთაბრძოლაში განიცადა. შემდგომ რომანი ენტონი სმიტთან მოკლე დროში ბრძოლას დათანხმდა, ლეგენდასთან გამარჯვებით კი ქვემძიმე წონის რეიტინგში შევიდა. წლის ბოლოს კი კევინ ჰოლანდი უბრალოდ მიწასთან გაასწორა. რეალურად რომან დოლიძეს ორივე დივიზიონის TOP 10-ში ყოფნა ეკუთნოდა, რადგან იგი საშუალო წონის საუკეთესო ათეულში უკვე იმყოფებოდა, როდესაც მოკლე ვადაზე ენტონი სმიტი - ქვემძიმე წონის მე-10 ნომერი დაამარცხა. თუმცა UFC-მა მას მხოლოდ TOP 15 აკმარა, მაგრამ ესეც ისტორიული შედეგია, რადგან აქამდე ასეთი რამ არ მომხდარა.
2024 წელს სატიტულო რბოლაში ჩართვის შანსი გიგა ჭიკაძესაც ჰქონდა. არნოლდ ალენის წინააღმდეგ ძალიან ახლო ბრძოლაში კარგი სტარტის მიუხედავად მან მარცხი განიცადა. მიღებული ტრავმების გამო გიგას კვლავ დიდი პაუზის აღება უწევს. „ნინძასთვის" ახლა ყველაზე კარგი ვარიანტი ბრაიან ორტეგაა. იგი დიდი სახელია, დგომშიც ბევრ დარტყმას ატარებს, ელიტარული ჯიუ-ჯიცუსა და გრეპლინგის მიუხედავად, გდებები მისი იარაღი არასდროს ყოფილა. მეტიც, ეს მის სისუსტედაც შეიძლება ჩაითვალოს. თუ გიგამ მის წინააღმდეგ გდებებისგან თავის დაცვა შეძლო, დგომში მას ნამდვილად დაჩაგრავს.

როგორც იქნა, გურამ ქუთათელაძემ სანუკვარი მოგება ჩაიწერა. სპორტული უიღბლობა მას დიდი ხანია რაც თან სდევს, თუმცა წელს აბუ დაბის ქარდზე Cage Warriors-ის ყოფილი ჩემპიონი, ჯორდან ვუჩენიკი, ძალიან მაგარ ბრძოლაში დაამარცხა და გამარჯვების სერია თავიდან დაიწყო. საინტერესოა, რა იქნება მისთვის შემდეგი.
ქართველები Dana White's Contender Series-ზე
2024 წელს Dana White's Contender Series-ის მე-8 სეზონში მონაწილეობას ორი ქართველი - ოთარ თანზილოვი და მიხეილ საჟინიანი იღებდნენ. ამირან გოგოლაძის შემდეგ პირველად მოხდა, რომ UFC-ში კარიერის გაგრძელების შანსი მებრძოლს პირდაპირ საქართველოდან მიეცა. საჟინიანმა ძალიან კარგად დაიწყო, ბრაზილიელი ბრუნო ლოპესი ნოკდაუნშიც გაუშვა, თუმცა მეორე რაუნდში აშკარად დაიღალა, ტანის არეში ზიანი მიიღო და ბრძოლა ტექნიკური ნოკაუტით დათმო. ოთარ თანზილოვმა კი ძალიან მაგარ ბიჭთან, ჯოსიას მუსასასთან, ძალიან მაგრად იბრძოლა. ორი დაუმარცხებელი მებრძოლის ჯახში 0-იანი სამწუხაროდ ოთარმა დაკარგა, მაგრამ თავად დანა უაითმაც აღნიშნა, რომ ეს ბრძოლა ოთარმა მოიგო და კიდევ ერთი შანსი მას აუცილებლად მიეცემა.

ქართველი მებრძოლები UFC-ის მიღმა
გირჩევთ, რომ 2025 წელს თვალი ახლოდან რამდენიმე ქართველი მებრძოლს ვადევნოთ, რადგან მათ საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას მიაღწიეს.
ზურიკო ჯოჯუამ 2024 წელი KSW-ს ჩემპიონთან სატიტულო ბრძოლით გახსნა, სადაც, სამწუხაროდ, დამარცხდა. თუმცა, სექტემბერში მოახერხა წელი გამარჯვებით დაასრულა.
ლაშა აბრამიშვილია ერთ-ერთი ის მებრძოლი, რომელსაც 2024 წელი ძალიან კარგი ჰქონდა. 4 ბრძოლა, 4 მოგება, 3 ნოკაუტი და მოგებული ქამარი გერმანულ ორგანიზაციაში. მისი რეკორდი 9 მოგებასა და 2 მარცხს მოიცავს და ძალიან ახლოს არის დიდ ორგანიზაციებთან.
ამირან გოგოლაძემ წელს მხოლოდ 1 ბრძოლა ჩაატარა, სადაც გამარჯვების მოპოვებაც მოახერხა, თუმცა ყველაზე სასიხარული ფაქტი ის არის, რომ ამირანმა ამერიკის ვიზა აიღო და მერაბის კემპშია. შესაძლოა თებერვლისთვის UFC-ში ამირანის დებიუტიც ვიხილოთ.

მათე სანიკიძისთვის, OKTAGON-ის ყოფილი ჩემპიონისთვის 2024 წელი წარუმატებელი გამოდგა. მან Featherweight-ის ქამარი ვაკანტური გახადა და წონა შეიცვალა. მან კარიერა Bantamweight-ში გააგრძელა, თუმცა ორი ბრძოლიდან ორივე დათმო.
ბენო ადამიასთვის, მათე სანიკიძის თანაგუნდელისთვის, 2024 წელი საპირისპიროდ - ძალიან წარმატებული გამოდგა. მან დიდი გამარჯვება მოიპოვა და სატიტულო ბრძოლაც ჩაენიშნა, რომელიც წლის ბოლოს უნდა გაემართა, თუმცა ოპონენტი ბრძოლას ჩაეხსნა და ბრძოლაც გადაიდო. ამ დაპირისპირებას ჩვენ 2025-ში ვიხილავთ.
სატიტულო ორთაბრძოლა შვედურ ორგანიზაცია Battle of Botnia-ში ლევან კირთაძესაც უნდა გაემართა, თუმცა ბრძოლიდან აქაც ჩემპიონი ამოვარდა. ლევანის მომავალი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა მისთვის ძალიან ბევრი კარია ღია. FCR თუ Battle of Botnia? - კირთაძეს ორივე ორგანიზაციაში აქვს სატიტულო ორთაბრძოლების მოპოვების შანსი, რადგან FCR-ის ქამრისთვის ბრძოლაში ბაისანგურ მაკაევმა უკანასკნელი გამარჯვების შემდგომ სწორედ ლევანი გამოიწვია. მიუხედავად გაუქმებული ბრძოლისა, ლევანმა 2024 წელი მოგებით დაასრულა. მან პოლონეთში 72 კილოგრამში (Catchweight-ში) გამართა ბრძოლა (ლევანი Featherweight-ია) და ნოკაუტით დაამარცხა პოლონელი მეტოქე პოლონურ ორგანიზაციაში - მისსავე სამშობლოში.
2024-ში საქართველოში BRAVE CF-ის ქამრის ჩამოტანის შანსი ჰქონდა რაულ თუთარაულსაც. მან ძალიან კარგადაც იბრძოლა, თუმცა, შთამბეჭდავი რაუნდების მიუხედავად, მსაჯებმა მას გამარჯვება არ მისცეს. ბევრის აზრით, რაულს ამ ბრძოლაში გამარჯვება მოპარეს.
ბიძინა გავაშელიშვილმა მოახერხა და მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო 2024-ში. მან ნომერ პირველი კონტენდერის სტატუსიც მოიპოვა და, სავარაუდოდ, BRAVE CF-ის ქამრისთვის ბრძოლის შანსი მიეცემა.
ასევე აღსანიშნავია ჩემპიონთა აკადემიის ორმა დამწყები მებრძოლის, გიორგი ფოლადიშვილისა და გოგა ქისტაურის შედეგები. გიორგიმ და გოგამ კარგი გამარჯვებები მოიპოვეს UFC Fight Pass-ის ერთ-ერთ ორგანიზაციაში.
რეგიონალური MMA
რეგიონალურ MMA-ში ძირითადად GFC გამოირჩეოდა. რაულ თუთარაულიცა და მიხეილ საჟინიანიც ამ ორგანიზაციის ჩემპიონები არიან. ზოგადად, რეგიონალური MMA-ის განვითარება ქართული MMA-ის განვითარების საწინდარია. ახალგაზრდა მებრძოლებს შანსი აქ უნდა მიეცეთ, თუმცა ცხადია ერთი და ორი ორგანიზაცია კონკურენტუნარიან გარემოს ვერ ქმნის. მებრძოლებისთვის შესაძლებლობების შექმნა კვლავ პრობლემაა. GFC-ის ჩემპიონებიდან გამოვარჩევდი რაულ თუთარაულს, თუმცა, მას ბევრი წარდგენა არ სჭირდება. რაული ამ სპორტის ვეტერანია და ვფიქრობ BRAVE CF-ში ან KSW-ში უნდა განაგრძოს კარიერა საიდანაც UFC-მდე უმოკლესი გზაა.

ახალი თაობიდან კი ლუკა გიორგაძესა და გოჩა შაინიძეს გამოვარჩევდი. ლუკა Featherweight-ის ჩემპიონია და სულ რამდენიმე კვირის წინ GFC-ის ქამარი დაიბრუნა. ეს ქამარი ლუკას არც არასდროს დაუკარგავს, მან ტიტული ვაკანტური გახადა. შემდგომ ეს ქამარი რაულმა მოიგო. ახლა კვლავ ლუკაა ჩემპიონი. ანალოგიური სიტუაციაა Lightweight-ში, ამ წონითი კატეგორიასაც ამავე ორგანიზაციაში ორი ჩემპიონი - რუსლან ბოლქვაძე და რაულ თუთარაული ჰყავს, რაც გაუგებარია, თუმცა, ორივე მებრძოლი ძალიან მაგარია.

გოჩა შაინიძე დაუმარცხებელი მებრძოლია ბათუმიდან. იგი GFC-ის Bantmaweight-ის ჩემპიონია. მისი ჭიდაობა უბრალოდ ძალიან მაგარია, ისევე, როგორც მისი გრეპლინგი. გოჩამ ძალიან ძლიერი მეტოქეები დაამარცხა. ახლა დროა, რომ შაინიძე საერთაშორისო ასპარეზზე გავიდეს.
საქართველოში გამოჩნდა გერმანულ-ქართული ორგანიზაცია IFC, რომელმაც წელს რამდენიმე ივენთi ჩაატარა და ვფიქრობ, ამ ორგანიზაციას აქვს პოტენციალი, რომ მეტ მებრძოლს მისცეს თავის გამოჩენის შანსი, მათ შორის იმ მებრძოლებსაც, რომლებსაც გარკვეული მიზეზების გამო GFC-ზე ვერ იასპარეზეს. ასევე, ძალიან კარგი ამბავია ქართული მუშტი-კრივის ორგანიზაცია GAMA-ს მხრიდან MMA-ით დაინტერესება. GAMA ცნობილი მუშტი-კრივით გახდა, მათ გრეპლინგის გრან-პრიც ჰქონდათ. ამ გრან პრის ფინალში მეც უნდა მეასპარეზა, თუმცა უსახსრობის გამო ფინალი არ ჩატარდა. GAMA MMA-ში სიამოვნებით გავიზიარებდი მუშტი-კრივის რომელიმე TOP მებრძოლთან ოქტაგონს, სადაც გრეპლინგისა და მუშტი-კრივის საუკეთესო მებრძოლების დაპირისპირება შედგებოდა.

იმედია, 2025 წლიდან საქართველოში კიდევ უფრო მეტი ორგანიზაცია გამოჩნდება, რაც გარემოს უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.