ტაივანში იუნიორთა შორის 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გათამაშდა მედლების პირველი კომპლექტი სპორტულ წყვილებში. 19 მონაწილე წყვილს შორის 179,32 ქულით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული საქართველოს ნაკრების სპორტულმა წყვილმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მოიპოვეს.
იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მეორე შემთხვევაა, როცა საქართველოს ნაკრების წევრებმა ჩემპიონობა იზეიმეს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონები კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას სპორტული წყვილი გახდა.














