თბილისში მიმდინარე გრნად სლემზე ძიუდოში, დღეს გიორგი ლოლაძემ (-73 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გამარჯვების შესახებ, ძიუდოისტმა LaGazzetta.ge-სთან ისაუბრა:
“ძალიან ემოციებში ვარ, შეხვედრას ვაგებდი, ტაქტიკური დახმარება მჭირდებოდა, რაშიც ჩემი მწვრთნელი დამეხმარა, სწორად მივყევი და გავიმარჯვე.
ბედნიერი ვარ, რომ ეს გამარჯვება ჩემ სამშობლოში მოვიპოვე. მთელი დღეა ჩემ მწვრთნელთან ერთად ვიბრძვი და საქართველოში გამარჯვება სხვა შეგრძნებაა.
ეტაპობრივად მივყვები ჩემ კარიერას და რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი ოლიმპიური ჩემპიონობაა.”















