
ყველა დადებით ცვლილებას ამ სპორტში თავისი მინუსებიც ახლავს. ასე მოხდა იზის წონის მატების შემთხვევაში - ადესანია ფიზიკურად გაძლიერდა და ჭიდაობისგან თავს მარტივად იცავდა, ასევე სანოკაუტე ძალაც მოემატა, მაგრამ კარდიოსა და სისწრაფეზე უარყოფითი გავლენაც სახეზე იყო. მართალია დრიკუსთან ისრაელის შენელება არც ისე შესამჩნევი იყო, თუმცა გამძლეობის პრობლემა ბრძოლის გარდამტეხი ფაქტორი აღმოჩნდა. ბრძოლის განმავლობაში ნიგერიული წარმოშობის მებრძოლი დაღლის არანაირ ნიშანს არ იძლეოდა, რაუნდებს შორის არც სკამზე ჯდებოდა, მაგრამ საბედისწერო მეოთხე რაუნდში უეცრად მოძრაობაცა და დაცვაც დაუსუსტდა. ეს გარკვეულ წილად ზიანიდანაც იყო გამოწვეული, რომელიც დუ პლესიმ დარტყმებით მიაყენა, თუმცა მდგომარეობიდან გამოსვლა ყოფილმა ჩემპიონმა, გარკვეულწილად კარდიოს გამოც ვერ მოახერხა. ჩემპიონობამდელი, კონტენდერი ადესანია, თითქოს განსხვავებული მხეცი იყო, რომელიც მეტოქეებს ანოკაუტებდა და ძალიან ბევრს რისკავდა, მაგრამ რამდენად მშიერია ახლა იზი?! - ასეთი წარმატებული პერიოდის შემდეგ, ადესანია თითქოს საკუთარი კარიერით კმაყოფილია. ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც ახსენა, რომ მის უმთავრეს მიზანს UFC-ში საბმიშენით მოგება წარმოადგენს.
რამდენად კარგი ვარიანტია ამისთვის იმავოვი ვერ გეტყვით, მაგრამ ის ფაქტი, რომ ერთ დროს ბრძოლისას სიკვდილისთვის მზადმყოფი ადესანია ახლა ეგზოტიკურ ახირებაზე საუბრობს, ბრძოლის მიმართ მის დამოკიდებულებაზე საგანგაშო სიგნალებს იძლევა. იმავოვი მარტივი მეტოქე ნამდვილად არ არის. მეტიც, მე ვფიქრობ, რომ ამ ბრძოლაში მათი შანსები 50/50-ზეა. დარტყმის ძალა, წნეხი და „ველურობა“ - რაც იმავოვს ახასიათებს ადესანიას წინააღმდეგ თითქოს გასაღები უნდა იყოს. დგომის ტექნიკაში ადესანიასა და დუ პლესის შორის კოლოსალური სხვაობაა, მაგრამ „ძაღლურ“ ჩხუბში ჩათრევით სამხრეთაფრიკელმა ადესანია აშკარად დააზიანა. საჭიროების შემთხვევაში „ბინძური“ ჩხუბის ინიცირება იმავოვს კარგად გამოსდის, ამ უნართან ერთად ფრანგს ძალიან დახვეწილი ქიქბოქსინგის ტექნიკა აქვს.

როგორი საწყენიც არ უნდა იყოს, დგომში მაღალი დონე მან რომან დოლიძეს სრულად გამოავლინა, ჯარედ კანონიერის ბინძური კრივიც დაძლია. ამ მხრივ ნასურდინი ერთ-ერთი გამორჩეულია. ერთადერთი, რის გამოც სრულად მისკენ ვერ ვიხრები არის მისი მარცხი შონ სტრიკლენდთან. სტრიკლენდის ჯები და წნეხი ძალიან ბევრი ქიქერისთვის, მათ შორის ადესანიასთვისაც დაუძლეველი აღმოჩნდა, თუმცა აქ მეორე ფაქტორია. წმინდა სტრაიკინგის მხრივ ალბათ ადესანია უფრო კარგია. თუ ბრძოლა სუფთა სტრაიკინგით და დისტანციაზე წარიმართა, აქ ადესანიას შანსები გაცილებით გაიზრდება. იმავოვს კარგი შანსი ექნება მაშინ, თუ ქიქბოქსინგის კლასიკურ ბრძოლას ქაოსად გარდაქმნის და ბინძურ გაცვლებში ადესანიას ჩაითრევს. ჩემი აზრით, ჭიდაობას ამ ბრძოლაში არ უნდა ველოდოთ. ადესანიას პარტერში გადაყვანა გამოცდილ გრეპლერებსაც ყოველთვის უჭირდათ. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს გამოკვეთილმა სტრაიკერმა იმავოვმა სცადოს. გაცილებით საინტერესოა ფარული ბრძოლა ენერგიის შესანახად. კარდიოს მხრივ არც იმავოვია მანქანა, შესაბამისად ადესანიას კარდიოს ნაკლებობა მისი ასაკისა და მასის მატების გამო საფრთხე ნაკლებად მგონია. რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტორია, არის ის, რომ იმავოვი თითქოს ძალიან დიდია იზისთვის. წვდომში ადესანიას უპრატესობა აქვს - 203 სანტიმეტრი 193-ის წინააღმდეგ, მაგრამ ოქტაგონზე იმავოვი ყოველთვის ძალიან მასიური ჩანს ხოლმე, ასე უნდა იყოს იზისთანაც.
ნასურდინის განიერი დგომი ადესანიასთვის კარგი სამიზნეა. ადესანიას ფეხში ქიქებით მუშაობა უყვარს და იმავოვის გვერდული დგომი მის წინა ფეხს წითლად მონიშული სამიზნედ აქცევს, რომელსაც იზი აუცილებლად შეუტევს. ერთი სიტყვით, ორ ძალიან კარგ სტრაიკერს შორის უმაგრესი ბრძოლას უნდა ველოდოთ, სადაც ჭადრაკის პარტიას ფიგურების ნაცვლად ქიქებით და ფანჩებით გაითამაშებენ. წმინდა კლასიკურ ქიქბოქსინგის ბრძოლაში ადესანიასკენ ვიხრები, მაგრამ თუ იმავოვი შეძლებს და იზის „ჩხუბში“ ჩაითრევს, მგონია, რომ შეიძლება ადესანიას ერთ-ერთი უკანასკნელი ბრძოლა ვიხილოთ.
და ეს ყველაფერი არ არის. იზისა და ნასურდინის მთავარ ბრძოლამდე ერთმანეთს შარა მაგომედოვი და MVP - ორი ყველაზე არაორდინალური დგომის მქონე მებრძოლი უპირისპირდება. პროგნოზის გაკეთება აქ ძალიან რთულია. ბევრი ამბობს, რომ ვენომი შარას გადაუვლის, მაგრამ ეს რთული საქმე იქნება. იდეაში, ეს არის მუაი ტაი ტაეკვონდოს წინააღმდეგ, თუმცა ამ ბრძოლას ასე არ ვხედავ. ტაეკვონდო გასაგებია, მაგრამ შარა მაგომედოვის სტრაიკინგი კლასიკური მუაი ტაის დგომისგან ძალიან შორსაა და ამაში ბევრი დამეთანხმება. ორი მებრძოლი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, მაგრამ ამავდროულად ერთმანეთს ძალიანაც ჰგვანან.
და ეს ყველაფერი არ არის. იზისა და ნასურდინის მთავარ ბრძოლამდე ერთმანეთს შარა მაგომედოვი და MVP - ორი ყველაზე არაორდინალური დგომის მქონე მებრძოლი უპირისპირდება. პროგნოზის გაკეთება აქ ძალიან რთულია. ბევრი ამბობს, რომ ვენომი შარას გადაუვლის, მაგრამ ეს რთული საქმე იქნება. იდეაში, ეს არის მუაი ტაი ტაეკვონდოს წინააღმდეგ, თუმცა ამ ბრძოლას ასე არ ვხედავ. ტაეკვონდო გასაგებია, მაგრამ შარა მაგომედოვის სტრაიკინგი კლასიკური მუაი ტაის დგომისგან ძალიან შორსაა და ამაში ბევრი დამეთანხმება. ორი მებრძოლი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, მაგრამ ამავდროულად ერთმანეთს ძალიანაც ჰგვანან.

ორივე ათლეტი ჩამოშვებული ხელებით იბრძვის და დისტანციას აფეთქებით იმპულსურად ხურავს. ასევე შარაც და მაიკლიც ძალიან ბევრ დარტყმას უშვებს, რაც ორივესთვის სახიფათოა, რადგან ორივეს სანოკაუტე დარტყმა აქვს. პირველად მის კარიერაში შარა მაგომედოვისკენ ვიხრები, რადგან მგონია, რომ MVP-ის ავანტიურით ბულეტი ერთხელ აუცილებლად ისარგებლებს.
ქარდზე კიდევ გვაქვს სტრაიკერების ჯახი, სადაც თვალის დახამხამებას არავის არ გირჩევთ, რადგან ნებისმიერ წამს შეიძლება ნოკაუტი ვნახოთ. სერგეი პავლოვიჩისა და ჟაირზინიო როზენსტრაიკის - ნოკაუტის ორი არტისტის ბრძოლაზე ვსაუბრობ, რომელიც სავარაუდოდ პირველივე რაუნდში თუ გადაწყვეტენ ვინ არის საუკეთესო. პირველივე რაუნდში უფრო სერგეი პავლოვიჩი გადაწყვეტს, ხოლო თუ საქმე მსაჯებამდე მივა აქ უფრო როზენსტრაიკი მოიგებს. პავლოვიჩი წაგების სერიიდან მოდის და ძალიან სჭირდება ეს მოგება, ჟაირზინიო იდეალური ოპონენტია მისთვის.

მოგების სერიაზეა ახლა როზენსტრაიკი, მაგრამ კარგ გამართული სტრაიკინგის მქონე მეტოქესთან ის, როგორც წესი, მარცხდება ხოლმე. ფრენსის ნგანუმ გადაუარა, ალექსანდრ ვოლკოვთანაც წააგო და სირილ განთანაც. ალისტერ ოვერიმთანაც აგებდა ბრძოლას - ბოლო 5 წამამდე. ერთი სიტყვით, მგონია, რომ სერგეი პავლოვიჩი ამ ბრძოლაში როზენსტრაიკს გათიშავს. სტრაიკინგის მოყვარულებს კი უმაგრესი ივენთი გელით, რადგან ბოლო სამ ბრძოლაში სტრაიკერების ცვენა იქნება, მანამდე კი არაერთი უმაგრესი ბრძოლა იქნება.















