UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის დაუმარცხებელმა მებრძოლმა, სანტიაგო ლუნამ ალექსანდრე თოფურიას მიმართა. მისი თქმით, ბრძოლის შეთავაზება იყო ნიუ ჯერსიში გამართულ 328-ე ღონისძიებაზე, მაგრამ ქართველმა მებრძოლმა მექსიკელ მოწინააღმდეგესთან ჩხუბზე უარი განაცხადა.
"UFC-იმ ალექსანდრეს ჩემთან ბრძოლა შესთავაზა. ეს უნდა მომხდარიყო ნიუ ჯერსიში, 328-ე ივენთზე, თუმცა მან ჩემთან ჩხუბზე უარი განაცხადა. თოფურია, ვერ გამექცევი, სექტემბერში მაინც დაგიჭერ", - განაცხადა ტიხუანელმა მებრძოლმა.
21 წლის მებრძოლი UFC-ში გამოდის გასული წლიდან და მან ორი გამარჯვების მოპოვება მოახერხა. სადებიუტო ჩხუბში დაანოკაუტა ქუანგ ლი, შემდეგ კი ლუნამ მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ანხელ პაჩეკოს მოუგო. ზოგადად კი მის ანგარიშზე 8/8 გამარჯვება არის.















