ილია თოფურია UFC 317-ისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებს. ჩარლზ ოლივეირასთან დაპირისპირებამდე, ქარველმა მებრძოლმა New York Post Sports-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა, მათ შორის არმან ცარუკიანზეც. შეგახსენებთ, სომეხი მებრძოლი თოფურია-ოლივეირას ბრძოლას დააზღვევს.
"ცარუკიანი? ჩემთან არანაირი შანსი არ აქვს. პირველ რაუნდში, პირველ წუთებში, რას იზამს? ძმაო, კარგი რაა, ის ვერაფერს გააკეთებს."
იხილეთ ვიდეო
თოფურიას ამ კომენტარს სომეხი მებრძოლი გამოეხმაურა:
"ჯობია ილოცო, ჩარლზს არაფერი დაემართოს, რადგან ამ დივიზიონში შენთვის ყველაზე ცუდი მეტოქე ვარ. არსებობს მიზეზი, რის გამოც ქამრისთვის მე კი არა, მას ებრძვი, ადამიანს, რომელიც უკვე დავამარცხე."
არმან ცარუკიანის ამ ტვიტს, დღეს დილით, ილია თოფურია სახალისო კომენტარით გამოეხმაურა:















